ფოთში ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა - დაკავებულს ბრალდება წარედგინა
ფოთში ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის დაკავებულ პირს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა; გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ქალი გენდერული შეუწყნარებლობის გამო ბალიშით გაგუდა.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ოქტომბერს, ფოთში, ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ყოფილი მეუღლე ბალიშის გამოყენებით გაგუდა.
"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა 47 წლის ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების გამო მოკლა.
ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
სამართალდამცველებმა დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება – ფემიციდი ფოთში
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ, ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა
ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის, ფოთში დაკავებულ მამაკაცს, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება -პროკურატურა
ციტატები სტატიიდან
„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…