“კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა” – რა მოხდა ფოთში
ფოთში შუახნის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი 50 წლამდე მეუღლე დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ფოთში მკვლელობა მოხდა. მოკლულია შუახნის ქალი, ხოლო მძიმე დანაშაულის ბრალდებით გარდაცვლილის მეუღლე დააკავეს.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით 50 წლამდე კაცის დაკავებას ადასტურებენ შსს-შიც. როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ადგილობრივების მონაწყოლის მიხედვით, მკვლელობა გუშინ მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, კაცმა მძინარე ცოლო ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვა.
მამაკაცი ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების შემდეგ დააკავეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ფოთში 47 წლის ქალი, სავარაუდოდ ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
- ფორმულაფოთში კაცმა ცოლი მოკლა
- TV პირველი"კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა" - რა მოხდა ფოთში
- ნეტგაზეთიფოთში კაცმა ცოლი მოკლა
- TV პირველიფოთში ქმრის მიერ 47 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა - ახალი დეტალები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…