ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფოთში 47 წლის ქალი, სავარაუდოდ ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა

ფოთში მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა. სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს, გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ფოთში 47 წლის ქალი, სავარაუდოდ ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
ფოთში 47 წლის ქალი, სავარაუდოდ ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლარუსთავი 2

მკვლელობა მოხდა ფოთში - "კურიერის" ინფორმაციით, გვიან ღამით, ეჭვიანობის ნიადაგზე დაწყებული შელაპარაკების შემდეგ, მამაკაცმა 47 წლის ცოლი, სავარაუდოდ, ბალიშით გაგუდა, მანამდე კი ოთახში ბუნებრივი აირი გაუშვა. ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ცოლ-ქმარი სახლში მარტო იმყოფებოდა. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
"კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა" - რა მოხდა ფოთშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები