"ტყუპები ამბობენ, რომ დედა ნანგრევებშია, ვერ გააღეს მისი საძინებლის კარი, რადგან სინკარები იყო მის ოთახში ჩაწოლილი. ტყუპების თქმით, დედა თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს უხმობდა კიდეც, მაგრამ მერე დაიკარგა მისი ხმა"
ფონიჭალაში აფეთქებისას დაღუპული ერთ-ერთი პირი 54 წლის ლალი შიშმანაშვილია - კვირის პალიტრა მის მეგობარზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად ნანგრევებში მისი ტყუპი შვილებიც მოყვნენ, მაგრამ მაშველებმა მათი ტერიტორიიდან გამოყვანა დროულად მოახერხეს

ფონიჭალაში აფეთქებისას დაღუპული ერთ-ერთი პირი 54 წლის ლალი შიშმანაშვილია | კვირის პალიტრა მის მეგობარზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაპირველად ნანგრევებში მისი ტყუპი შვილებიც მოყვნენ, მაგრამ მაშველებმა მათი ტერიტორიიდან გამოყვანა დროულად მოახერხეს:
„საბედნიეროდ, ტყუპები მალევე გადმოიყვანეს იქიდან, დედა ვეღარ... ტყუპები ამბობენ, რომ დედა ნანგრევებშია, ვერ გააღეს მისი საძინებლის კარი, რადგან სინკარები იყო მის ოთახში ჩაწოლილი. ტყუპების თქმით, დედა თავიდან კონტაქტზე იყო, შვილს უხმობდა კიდეც, მაგრამ მერე დაიკარგა მისი ხმა. მათი საძინებლები სხვადასხვა მხარესაა, ამბობენ, რომ დედას სხვა საძინებელში ეძინა, როცა ეს ძლიერი აფეთქება მოხდა. ისინი პირველ სართულზე ცხოვრობენ და ყოველ წუთას ველოდებით ჩემი მეგობრის უვნებლად გამოჩენას. ტყუპები კოლეჯის სტუდენტები არიან, არც ისე პატარები..." | უთხრა გამოცემას დაღუპული ლალი შიშმანაშვილის მეგობარმა
ამ დროისთვის ფონიჭალაში მაშველები ნანგრევებში დარჩენილ ერთ არასრულწლოვანს, 7 წლის გოგონას ეძებენ
ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო დღეს დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაახლოებით 12 საათია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, საიდანაც სამი ქალია, ერთი კაცი, ერთი კი ბავშვი. ცოტა ხნით ადრე კი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა ნანგრევებიდან 3 წლის თაია ცოცხალი ამოიყვანეს
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…