ფოთში ქმრის მიერ 47 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა - ახალი დეტალები
ფოთში 47 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე, ზაზა კარბაია დააკავეს; ერთ-ერთ სავარაუდო ვერსიად ეჭვიანობა სახელდება. გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
რა გახდა ფოთში ქმრის მიერ 47 წლის ქალის მკვლელობის მოტივი - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია. ერთ-ერთ ვერსიით, მომხდარის მიზეზად ეჭვიანობა სახელდება. ცნობილია დანაშაულში ბრალდებული 50 წლამდე კაცის ვინაობაც - ის ზაზა კარბაიაა.
ადგილობრივებს ზუსტ მიზეზებზე საუბარი უჭირთ. მეზობლები ოჯახს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ მკვლელობის დღეს ხმაური არ გაუგიათ.
ძალიან კარგი, მშრომელი ხალხია. აზრზე არ ვარ, რა დაემართათ. ხმაც არ გაგვიგია... ქორწილი უნდა ჰქონოდათ ახლა, გოგო გაუთხოვდათ, - ამბობს მეზობელი.
ფოთში შუახნის ქალის მკვლელობის ბრალდებით მისი მეუღლე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი ბინაში ბუნებრივი აირი გაუშვა. ბრალდებული სასწრაფო დახმარების გამოძახების შემდეგ დააკავეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- რუსთავი 2ფოთში 47 წლის ქალი, სავარაუდოდ ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა
- ფორმულაფოთში კაცმა ცოლი მოკლა
- TV პირველი"კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა" - რა მოხდა ფოთში
- ნეტგაზეთიფოთში კაცმა ცოლი მოკლა
- ალია“კაცმა მძინარე ცოლი ბალიშით გაგუდა და უბედური შემთხვევის ინსცენირება მოახდინა” – რა მოხდა ფოთში
- ალიაფოთში ქმრის მიერ 47 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, ეჭვიანობა გახდა – ახალი დეტალები
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…