ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: თუ რუსეთს სურს არ დავბომბოთ მისი ნავთობის ქარხნები, უნდა შეწყვიტოს დარტყმა ჩვენს ენერგოსისტემაზე

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ნავთობქარხნებზე დარტყმების შეჩერებისთვის მოსკოვმა უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმები უნდა შეწყვიტოს. დონალდ ტრამპის კრიტიკის საპასუხოდ კი მან აღნიშნა, რომ 60-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტის პირობებში მზადაა უკრაინაში არჩევნები ჩაატაროს.

ზელენსკი: თუ რუსეთს სურს არ დავბომბოთ მისი ნავთობის ქარხნები, უნდა შეწყვიტოს დარტყმა ჩვენს ენერგოსისტემაზე
ზელენსკი: თუ რუსეთს სურს არ დავბომბოთ მისი ნავთობის ქარხნები, უნდა შეწყვიტოს დარტყმა ჩვენს ენერგოსისტემაზებათუმელები

„თუ რუსეთს სურს, შევაჩეროთ ჩვენი გრძელვადიანი დარტყმები მის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის ექსპორტზე, მაშინ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები ჩვენს ენერგეტიკულ სისტემასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და შეწყვიტოს ჩვენი ხალხის მკვლელობა. ეს სამართლიანია“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 12 ოქტომბერს, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკაზე თავდასხმების კამპანია რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ყოველ ზამთარს, რუსეთი ცდილობს ამ მიმართულებით თავდასხმების გაძლიერებას.

„ჩვენთან ყოველდღიურად ხდება ელექტროენერგიის გათიშვა. რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, ბენზინის დეფიციტი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაწვა ჩვენი საპასუხო დარტყმების გამო მტკივნეულია. და ეს არ არის იგივე მოცულობის [ნავთობპროდუქტი], რაც შეიძლებოდა დაკარგულიყო ჰორმუზის კრიზისის გამო“ – თქვა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინამ დასაწყისშივე დაუჭირა მხარი ვაშინგტონის იდეას რუსეთის ენერგოობიექტებზე თავდასხმის შეჩერების შესახებ, თუ რუსეთი შეწყვეტდა დარტყმებს უკრაინის ენერგოსექტორზე.

რა ხდება?

11 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე მიტანილი დარტყმებით უკრაინამ ზიანი მიაყენა დიზელის საწვავის გლობალურ მომარაგებას.

„ვფიქრობ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. მას სურს, პრობლემები შეუქმნას ჩვენს ფერმერებსა და მეცხოველეებს დიზელის საწვავთან დაკავშირებით, რადგან რუსეთი მსოფლიოს დიზელის საწვავის დიდ ნაწილს აწვდის“, — განაცხადა ტრამპმა.

საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, არჩევნები ჩაატაროს ორთვიანი სრულ ცეცხლის შეწყვეტის პირობებში.

„ვიცი, რომ პუტინს ძალიან სურს უკრაინის პრეზიდენტის შეცვლა. ეს მესმის. და თუ პრეზიდენტ ტრამპსაც სურს არჩევნებში რაიმე ცვლილების დანახვა, — მე ეს ასევე ვუთხარი მის გუნდს — გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორთვიანი, 60 დღე სრული ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანისთვის“, — უთხრა ზელენსკიმ ABC News-ს.

დონალდ ტრამპმა, რომელიც ევროკავშირს აკრიტიკებდა და ინდოეთს ტარიფები დაუწესა რუსული საწვავის შეძენის გამო, 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციებს 7 აპრილამდე აჩერებს. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი დასთანხმდა 300 000 ტონა დიზელის დაუყოვნებლივ გამოშვებას „ამერიკულ და გლობალურ ბაზარზე“, 500 000 ტონის — ნოემბერში და კიდევ ერთი მილიონის ამის შემდეგ. ტრამპმა თავის Truth Social პლატფორმაზე დაწერა, რომ რუსული დიზელის კიდევ სამი მილიონი ტონის „მოკლე პერიოდში“ მიწოდება დამოკიდებული იქნება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც უკრაინის თავდასხმის ქვეშ არიან.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თუ რუსეთს სურს, შევაჩეროთ ჩვენი გრძელვადიანი დარტყმები მის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ნავთობის ექსპორტზე, მაშინ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმები ჩვენს ენერგეტიკულ სისტემასა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და შეწყვიტოს ჩვენი ხალხის მკვლელობა. ეს სამართლიანია“
ვოლოდიმირ ზელენსკი
„ჩვენთან ყოველდღიურად ხდება ელექტროენერგიის გათიშვა. რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, ბენზინის დეფიციტი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაწვა ჩვენი საპასუხო დარტყმების გამო მტკივნეულია. და ეს არ არის იგივე მოცულობის [ნავთობპროდუქტი], რაც შეიძლებოდა დაკარგულიყო ჰორმუზის კრიზისის გამო“
„ვიცი, რომ პუტინს ძალიან სურს უკრაინის პრეზიდენტის შეცვლა. ეს მესმის. და თუ პრეზიდენტ ტრამპსაც სურს არჩევნებში რაიმე ცვლილების დანახვა, — მე ეს ასევე ვუთხარი მის გუნდს — გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორთვიანი, 60 დღე სრული ცეცხლის შეწყვეტა და არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვიქნებით უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?