პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ანა წითლიძე - ვინ გადაწყვიტა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის” სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა? - ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი? მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენ გამო გამოდის ქუჩაში? სირცხვილია!

ნაციონალური მოძრაობა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე აპროტესტებს, რომ პარტიას აქციაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა და ალიანსს „ჩერგოს მძევლობაში“ ადანაშაულებს.

ანა წითლიძე - ვინ გადაწყვიტა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის” სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა? - ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი? მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენ გამო გამოდის ქუჩაში? სირცხვილია!
ინტერპრესნიუსი

ვინ გადაწყვიტა, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა? - ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი? მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენ გამო გამოდის ქუჩაში? ძალიან სირცხვილია!,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძე “ფეისბუქზე” წერს და დღეს გამართულ აქციას ეხმაურება.

მან აქციიდან იმ ბანერის ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ერთად არიან გამოსახული წარწერით: ,,ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა”. წითლიძე სვამს კითხვას, “ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატის დაბეჭდვა აქციაზე მოტანა”.

,,მე მაინტერესებს, აი, ამ დიდებულ და ამაღელვებელ დღეს, როდესაც ამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრძოლისთვის მზად არის, ვის მოუვიდა აზრად ამ პლაკატების დაბეჭდვა და შემდეგ აქციაზე მოტანა?!

ვინ გადაწყვიტა, რომ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მიეცა?

ანუ, გიგი წერეთელს უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ამ ქვეყანაში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს?

ან იქნებ დღეს აქციაზე გიგი წერეთლის უფრო მეტი მხარდამჭერი იდგა, ვიდრე ენმ-ის?

ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?!

მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში?

ძალიან სირცხვილია!

მე პირადად არაფერი მიკვირს, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დაინახოს ყველამ ერთობის დამრღვევთა ნამდვილი სახე”,- წერს წითლიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. ალიაოპოზიციური,,ანუ ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! ძალიან სირცხვილია!“ – ანა წითლიძე
  2. იმედინიუსისამთავრობოანა წითლიძე ოპოზიციის აქციაზე მომხარ დაპირისპირებაზე: ანუ, ჩერგოს მძევლები ხართ მთელი ალიანსი, გვარამიას ჩათვლით?! მართლა გგონიათ, რომ ხალხი თქვენს გამო გამოდის ქუჩაში?
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
“ქოცების “ტუგადუმი” წარმომადგენლობა სასამართლოში ერთმანეთისგან ვერ არჩევს პარტიას, პარტიულ სტრუქტურასა და სახელმწიფოს” – ანა წითლიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები