პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკი: თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს

უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს, თუ რუსეთი ცეცხლის 60 დღით შეწყვეტას დათანხმდება, განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ლიდერის არჩევა მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.

ზელენსკი: თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს
TV პირველი

უკრაინა მზადაა საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად, თუ რუსეთი 60 დღით ცეცხლის სრულ შეწყვეტას დათანხმდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინელებმა პრეზიდენტი უნდა შეცვალონ. მისი თქმით, ომის პირობებში არჩევნების ჩატარებას კონსტიტუციური და უსაფრთხოების დაბრკოლებები აქვს, თუმცა ორთვიანი ზავის შემთხვევაში ქვეყანა კენჭისყრის ორგანიზებას შეძლებს.

„ასე რომ, გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე, 60 დღე შესვენება. ცეცხლის სრული შეწყვეტა 60 დღით და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ჩვენი ხალხის, სწორედ უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანისთვის“, — განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნების ჩატარების დროისა და ქვეყნის ლიდერის არჩევის საკითხი მხოლოდ უკრაინელების გადასაწყვეტია.

„ვიცი, რომ პუტინს ძალიან სურს უკრაინაში პრეზიდენტის შეცვლა. ეს მესმის“, - აღნიშნა მან.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკი: უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ზავზე დათანხმდება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკი - პრეზიდენტ ტრამპის მიმართ სრული პატივისცემის მიუხედავად, ლიდერის არჩევა ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია - უთხარით პუტინს, შეწყვიტოს ცეცხლი 60 დღით და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზელენსკის თქმით, უკრაინა ჩაატარებს არჩევნებს, თუკი პუტინი 60-დღიან ზავს დათანხმდება
  4. ტაბულაოპოზიციურიუკრაინა არჩევნებისთვის მზადაა, თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება – ზელენსკი
  5. რუსთავი 2სამთავრობოზელენსკის განცხადებით, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება
  6. ალიაოპოზიციური“დიდი პატივისცემის მიუხედავად…” – ზელენსკის პასუხი ტრამპს
  7. ბათუმელებიოპოზიციურიზელენსკი: თუ რუსეთს სურს არ დავბომბოთ მისი ნავთობის ქარხნები, უნდა შეწყვიტოს დარტყმა ჩვენს ენერგოსისტემაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ასე რომ, გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე, 60 დღე შესვენება. ცეცხლის სრული შეწყვეტა 60 დღით და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ჩვენი ხალხის, სწორედ უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანისთვის“
„ვიცი, რომ პუტინს ძალიან სურს უკრაინაში პრეზიდენტის შეცვლა. ეს მესმის“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პესკოვის თქმით, კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ომის გასაგრძელებლად სჭირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები