ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად ვართ, თუმცა რუსეთი იერიშებს განაგრძობს – ზელენსკი
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის, თუმცა რუსეთს თავდასხმები არ შეუწყვეტია და მხოლოდ ერთ კვირაში 200-ზე მეტი იერიში მიიტანა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა რუსეთთან ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არის, თუმცა მოელის, რომ მას რუსეთიც დაიცავს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე იერიშები არ შეუწყვეტია.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ილაპარაკა.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა "ყველა შესაბამისი ბრძანება მიიღეს". მანვე დაამატა, რომ უკრაინული მხარე ამერიკ-რუსულ დიალოგთან დაკავშირებით დეტალების გარკვევას, ხოლო პუტინის მიერ შეთანხმების შესრულებას ელის.
"დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ენერგეტიკული ცეცხლი შეწყვეტა მიიღწია. ეს ყველასთვის კარგი ამბავია და მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობად იქცეს.
უკრაინა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს უჭერს მხარს. უკრაინა მზად არის, რომ რუსულ ენერგეტიკაზე არ მიიტანოს იერიშები და ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის მხრიდან ანალოგიური მზაობა იქნება და აშშ-ს პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევს. ასეთ შეთანხმებას მივესალმებით.
სამწუხაროდ, მთელი დღის განმავლობაში ცაში რუსული "შაჰედები" დაფრენდნენ, ახლა იგივე "შაჰედები" კვლავ ცაში არიან. ასევე, სამწუხაროდ, ავიაბომბებით იერიშები მოხდა, ჩვენს ენერგეტიკაზე დარტყმები იყო. ახლახან ქალაქ ხარკოვში მე-5 თბოელექტროცენტრალზე, ენერგეტიკაზე მიიტანეს იერიში". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მხოლოდ ამ კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ობიექტებზე 200-ზე მეტი იერიში მიიტანა, 17 თავდასხმის სამიზნე კი ბუნებრივი აირისა და ნავთობის ობიექტები გახდა.
"უკრაინას დეესკალაციისთვის მრავალი ნაბიჯი შეუთავაზებია. პუტინმა ყველა მათგანს ერთი და იგივე პასუხი გასცა: ეს იყო მისი "არა". დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ბოლოს და ბოლოს ამერიკას, უკრაინასა და მთლიან მსოფლიოს რაიმე განსხვავებულს ეტყვის. რაიმეს განსხვავებულს მკვლელობისგან და მოტყუებისგან. რაიმეს, რაც ნამდვილ და ღირსეულ მშვიდობამდე მიგვიყვანს. უკრაინას მშვიდობა სურს. საკითხავი ისაა, ეს რუსეთს სურს თუ არა". - თქვა ზელენკიმ.
ვიდეომიმართვის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე ზელენსკიმ Facebook-ზე პოსტი გამოაქვეყნა. უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ კანადის პრემიერ მარკ კარნისთან, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან და NATO-ს გენმდივან მარკ რუტესთან ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტა განიხილა.
"უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმაც დაუჭიროს მას მხარი. ამერიკული მხარისგან დეტალებს ველოდებით. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყოველთვის სრულად ვუჭერთ მხარს დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, სიცოცხლეების დაცვასა და ომის დასასრულებლად და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭირო გადაწყვეტილებებს". - დაწერა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 11 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მანვე მოუწოდა მხარეებს, რომ შეთანხმება არ დაარღვიონ.
როგორც გამოცემა Axios წერდა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უთხრათ, რომ ტრამპის განცხადება ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ "მისთვის სიახლე იყო, მაგრამ თუ რუსები ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტას თანხმდებიან, უკრაინაც დათანხმდება".
მანამდე, 10 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას მოუწოდა, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისეთი პირით ჩაანაცვლოს, რომელიც ომის დასასრულებლად რუსეთთან შეთანხმების დადებას ისურვებს.
ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტისაკენ მოუწოდა. მისი მტკიცებით, ზელენსკის ქმედებები ამერიკელ ფერმერებს აზარალებს.
"ჯობია, ეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მოგვიანებით, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯები ორმხრივი იქნება.
ციტატები სტატიიდან
„დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ენერგეტიკული ცეცხლი შეწყვეტა მიიღწია. ეს ყველასთვის კარგი ამბავია და მნიშვნელოვანია, რომ ეს რეალობად იქცეს. უკრაინა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების ყველა რეალურ და სანდო ფორმატს უჭერს მხარს. უკრაინა მზად არის, რომ რუსულ ენერგეტიკაზე არ მიიტანოს იერიშები და ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის მხრიდან ანალოგიური მზაობა იქნება და აშშ-ს პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწევს. ასეთ შეთანხმებას მივესალმებით. სამწუხაროდ, მთელი დღის განმავლობაში ცაში რუსული "შაჰედები" დაფრენდნენ, ახლა იგივე "შაჰედები" კვლავ ცაში არიან. ასევე, სამწუხაროდ, ავიაბომბებით იერიშები მოხდა, ჩვენს ენერგეტიკაზე დარტყმები იყო. ახლახან ქალაქ ხარკოვში მე-5 თბოელექტროცენტრალზე, ენერგეტიკაზე მიიტანეს იერიში“
„უკრაინა ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერს და მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმაც დაუჭიროს მას მხარი. ამერიკული მხარისგან დეტალებს ველოდებით. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყოველთვის სრულად ვუჭერთ მხარს დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს, სიცოცხლეების დაცვასა და ომის დასასრულებლად და გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭირო გადაწყვეტილებებს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.