პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვოლოდიმირ ზელენსკი - პრეზიდენტ ტრამპის მიმართ სრული პატივისცემის მიუხედავად, ლიდერის არჩევა ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია - უთხარით პუტინს, შეწყვიტოს ცეცხლი 60 დღით და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზადაა არჩევნები ჩაატაროს, თუ ვლადიმერ პუტინი 60 დღით ცეცხლის სრულ შეწყვეტას დათანხმდება. დონალდ ტრამპის რეპლიკაზე საპასუხოდ მან აღნიშნა, რომ ლიდერის არჩევა მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.

ვოლოდიმირ ზელენსკი - პრეზიდენტ ტრამპის მიმართ სრული პატივისცემის მიუხედავად, ლიდერის არჩევა ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია - უთხარით პუტინს, შეწყვიტოს ცეცხლი 60 დღით და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ
ინტერპრესნიუსი

უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებაზე კომენტირებისას, რომლის თქმითაც, “დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს”, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ომშია და არჩევნების ჩატარება „კონსტიტუციის ჩარჩოებს სცილდება“. მისი თქმით, რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს უსაფრთხო პირობები იმისთვის, რომ ხალხს ხმის მიცემის საშუალება მიეცეთ.

“პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ ტრამპის მიმართ სრული პატივისცემის მიუხედავად, ამა თუ იმ ლიდერის არჩევა ჩვენი საზოგადოებისა და ხალხის გადასაწყვეტია. დიახ, ჩვენ ომში ვართ და არჩევნების ჩატარება მართლაც რთულია. საქმე მხოლოდ უსაფრთხოების ნაკლებობასა და კანონმდებლობასა თუ კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში არ არის, მთავარია შესაბამისი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის არსებობა, რათა ხალხს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, თავად უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის და როგორ ჩაატარონ არჩევნები და ვის მისცენ ხმა. რაც შეეხება ამ საკითხს - ვიცი, რომ პუტინს ძალიან სურდა უკრაინაში პრეზიდენტის შეცვლა; ეს მესმის. ასე რომ, გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე, 60-დღიანი პაუზა. ცეცხლის სრული შეწყვეტა 60 დღით - და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ჩვენი ხალხის - სწორედ უკრაინელი ხალხის - ნებისმიერი არჩევანისთვის”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 5
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკი: უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ზავზე დათანხმდება
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიზელენსკის თქმით, უკრაინა ჩაატარებს არჩევნებს, თუკი პუტინი 60-დღიან ზავს დათანხმდება
  3. TV პირველიოპოზიციურიზელენსკი: თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს
  4. ტაბულაოპოზიციურიუკრაინა არჩევნებისთვის მზადაა, თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება – ზელენსკი
  5. რუსთავი 2სამთავრობოზელენსკის განცხადებით, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება
  6. ალიაოპოზიციური“დიდი პატივისცემის მიუხედავად…” – ზელენსკის პასუხი ტრამპს
  7. ბათუმელებიოპოზიციურიზელენსკი: თუ რუსეთს სურს არ დავბომბოთ მისი ნავთობის ქარხნები, უნდა შეწყვიტოს დარტყმა ჩვენს ენერგოსისტემაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„დროა, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს“
დონალდ ტრამპი
„პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ ტრამპის მიმართ სრული პატივისცემის მიუხედავად, ამა თუ იმ ლიდერის არჩევა ჩვენი საზოგადოებისა და ხალხის გადასაწყვეტია. დიახ, ჩვენ ომში ვართ და არჩევნების ჩატარება მართლაც რთულია. საქმე მხოლოდ უსაფრთხოების ნაკლებობასა და კანონმდებლობასა თუ კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში არ არის, მთავარია შესაბამისი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის არსებობა, რათა ხალხს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, თავად უკრაინელების გადასაწყვეტია, როდის და როგორ ჩაატარონ არჩევნები და ვის მისცენ ხმა. რაც შეეხება ამ საკითხს - ვიცი, რომ პუტინს ძალიან სურდა უკრაინაში პრეზიდენტის შეცვლა; ეს მესმის. ასე რომ, გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე, 60-დღიანი პაუზა. ცეცხლის სრული შეწყვეტა 60 დღით - და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ. რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ჩვენი ხალხის - სწორედ უკრაინელი ხალხის - ნებისმიერი არჩევანისთვის“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პესკოვის თქმით, კიევს 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ომის გასაგრძელებლად სჭირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები