ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიმსოფლიოსტატია

უკრაინა არჩევნებისთვის მზადაა, თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არჩევნების ჩასატარებლად მზადაა, თუკი რუსეთი 60-დღიან სრულ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. მან ასევე უპასუხა დონალდ ტრამპის მოწოდებებს და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის არჩევა მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.

უკრაინა არჩევნებისთვის მზადაა, თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება – ზელენსკი
უკრაინა არჩევნებისთვის მზადაა, თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება – ზელენსკიტაბულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არჩევნების ჩასატარებლად მზადაა, თუკი რუსეთი 60-დღიან სრულ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

ამის შესახებ ზელენსკიმ ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

"ვიცი, რომ პუტინს უკრაინის პრეზიდენტის ცვლილება ძალიან სურდა, მე ეს მესმის. თუ პრეზიდენტ ტრამპს მართლაც სურს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე ცვლილება მოხდეს, ეს მის გუნდსაც გავუზიარე - გთხოვთ, პუტინს უთხარით, რომ ორი თვე, 60 დღე მოგვცეს. სრული ცეცხლის შეწყვეტა 60 დღის განმავლობაში და ჩვენ არჩევნებს მოვაწყობთ.

რა თქმა უნდა, ჩვენი ერის, სწორედ უკრაინელი ერის, ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად ვართ". - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკი ასევე ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერის არჩევა უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. მანვე დაამატა, რომ არჩევნების მოწყობას ომის მდგომარეობა ართულებს - ერთი მხრივ, არჩევნების პროცესისა და ამომრჩეველთა უსაფრთხოების თვალსაზრისით, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ეს უკრაინის კანონმდებლობას უპირისპირდება.

"პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე თქვა, რომ ჩვენ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ ტრამპისადმი სრული პატივისცემით, ერთი ან მეორე ლიდერის არჩევა ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია. დიახ, ჩვენ ახლა ომში ვართ და არჩევნების ჩატარება ძალიან რთულია. ეს არა მხოლოდ საერთოდ არ არის უსაფრთხო, არამედ ჩვენი კანონის, ჩვენი კონსტიტუციის საზღვრებსაც სცდება. თუმცა, მთავარი საკითხი ისაა, რომ საამისოდ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა გვქონდეს, რათა ხალხს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდეს". - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუკი ის ცალმხრივი არ იქნება.

"ენერგეტიკაზე პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტის გუნდებს რამდენჯერმე ვუთხარი, გვსურს მშვიდობა, მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის. მზად ვართ ნებისმიერი სახის დეესკალაციის ნაბიჯებისთვის. ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად ვართ, რომ ორივე მხარემ ენერგეტიკულ [ობიექტებზე] იერიში არ მიიტანოს. თუ რუსებს არ სურთ, რომ ჩვენ მათ დიზელს, მათ გადამამუშავებელ ობიექტებს და ა.შ. დავარტყათ, ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს ვთხოვთ, მიეცით გზავნილი, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას არ დაესხან თავს. ეს სამართლიანი შეთანხმებაა, მაგრამ საუკეთესო შეთანხმება არ არის. საუკეთესო შეთანხმება ისაა, რომ ომი არ იყოს, პუტინი შეჩერდეს. თუმცა, პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა, ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა". - თქვა ზელენსკიმ.

მანამდე, 10 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას მოუწოდა, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისეთი პირით ჩაანაცვლოს, რომელიც ომის დასასრულებლად რუსეთთან შეთანხმების დადებას ისურვებს.

ამასთან, ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკის რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეწყვეტისაკენ მოუწოდა. მისი მტკიცებით, ზელენსკის ქმედებები ამერიკელ ფერმერებს აზარალებს.

"ჯობია, ეს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მოგვიანებით, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების გადასადგმელად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაბიჯები ორმხრივი იქნება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ვიცი, რომ პუტინს უკრაინის პრეზიდენტის ცვლილება ძალიან სურდა, მე ეს მესმის. თუ პრეზიდენტ ტრამპს მართლაც სურს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე ცვლილება მოხდეს, ეს მის გუნდსაც გავუზიარე - გთხოვთ, პუტინს უთხარით, რომ ორი თვე, 60 დღე მოგვცეს. სრული ცეცხლის შეწყვეტა 60 დღის განმავლობაში და ჩვენ არჩევნებს მოვაწყობთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ერის, სწორედ უკრაინელი ერის, ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად ვართ“
„პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე თქვა, რომ ჩვენ, უკრაინას ახალი პრეზიდენტი სჭირდება. უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტ ტრამპისადმი სრული პატივისცემით, ერთი ან მეორე ლიდერის არჩევა ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების გადასაწყვეტია. დიახ, ჩვენ ახლა ომში ვართ და არჩევნების ჩატარება ძალიან რთულია. ეს არა მხოლოდ საერთოდ არ არის უსაფრთხო, არამედ ჩვენი კანონის, ჩვენი კონსტიტუციის საზღვრებსაც სცდება. თუმცა, მთავარი საკითხი ისაა, რომ საამისოდ უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა გვქონდეს, რათა ხალხს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდეს“
„ენერგეტიკაზე პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტის გუნდებს რამდენჯერმე ვუთხარი, გვსურს მშვიდობა, მზად ვართ ცეცხლის შეწყვეტისთვის. მზად ვართ ნებისმიერი სახის დეესკალაციის ნაბიჯებისთვის. ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად ვართ, რომ ორივე მხარემ ენერგეტიკულ [ობიექტებზე] იერიში არ მიიტანოს. თუ რუსებს არ სურთ, რომ ჩვენ მათ დიზელს, მათ გადამამუშავებელ ობიექტებს და ა.შ. დავარტყათ, ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს ვთხოვთ, მიეცით გზავნილი, რომ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას არ დაესხან თავს. ეს სამართლიანი შეთანხმებაა, მაგრამ საუკეთესო შეთანხმება არ არის. საუკეთესო შეთანხმება ისაა, რომ ომი არ იყოს, პუტინი შეჩერდეს. თუმცა, პირველი ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტაა, ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტა“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?