პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზელენსკის თქმით, უკრაინა ჩაატარებს არჩევნებს, თუკი პუტინი 60-დღიან ზავს დათანხმდება

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნებს ჩაატარებს, თუკი ვლადიმირ პუტინი 60-დღიან სრულ ზავს დათანხმდება. უკრაინის პრეზიდენტმა ეს დონალდ ტრამპის საპასუხოდ აღნიშნა, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას გარიგების მისაღწევად ახალი ლიდერი სჭირდება.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ჩაატარებს არჩევნებს, თუკი პუტინი 60-დღიან ზავს დათანხმდება
რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების პირობა დაასახელა. ამერიკულ ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ამისთვის საბრძოლო მოქმედებების 60-დღიანი შეწყვეტაა საჭირო.

„მე უკვე არაერთხელ ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს: თუ მას სურს რაიმე ცვლილებები არჩევნების გზით, უთხრას [რუსეთის] პრეზიდენტ [ვლადიმირ] პუტინს - მოგვეცით ორი თვე, 60 დღე სრული ზავი, და ჩვენ ორგანიზებას გავუკეთებთ არჩევნებს. და, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ჩვენი ხალხის - სწორედ უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანისთვის“, - განუცხადა ზელენსკიმ ABC-ის ტელეწამყვან ჯონათან კარლს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დროს არჩევნების ჩატარებას უკრაინის კანონები კრძალავს. „მაგრამ მთავარია ამისთვის დაცული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ხალხისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის მიცემა. რა თქმა უნდა, უკრაინელები თავად წყვეტენ, როდის მისცენ ხმა, როგორ და ვის სასარგებლოდ“, - აღნიშნა მან.

10 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისურვებდა ახალი ადამიანის ხილვას უკრაინის პრეზიდენტის პოსტზე. მისი აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკი არ მიმართავს საკმარის ძალისხმევას რუსეთთან ომის დასასრულებლად.

„მათ სჭირდებათ ახალი ლიდერი, რომელიც შეძლებს გარიგების მიღწევას“, - იმოწმებს Associated Press-ი თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ტრამპის გამოსვლას. უშუალო პრეტენზია, რომელიც ტრამპმა ზელენსკის წაუყენა, ეხება უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიშებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზელენსკისგან მათ შეჩერებას ითხოვს, რადგან „ისინი გლობალურ პრობლემას ქმნის“, მაგრამ რუსეთის ქარხნებზე უკრაინის დარტყმები არ შეჩერებულა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად იქნება შეაჩეროს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თუ რუსეთიც შეწყვეტს უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიშებს, ხოლო დეესკალაციისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს.

უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი დონის არჩევნების ჩატარებას საომარი მდგომარეობის პირობებში. ხელმძღვანელების უფლებამოსილება ასეთ შემთხვევებში საომარი მდგომარეობის გაუქმებამდე გრძელდება. მიუხედავად ამისა, რუსეთის სახელმწიფო მოღვაწეები და კრემლის დაქვემდებარებაში მყოფი მედიასაშუალებები არაერთხელ უწოდებდნენ ზელენსკის „არალეგიტიმურ პრეზიდენტს“ იმის გამო, რომ მისი პირველი საპრეზიდენტო ვადა 2024 წლის 20 მაისს ამოიწურა, ახალი არჩევნები კი ომის გამო არ ჩატარებულა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოზელენსკი: უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ზავზე დათანხმდება
  2. ინტერპრესნიუსინეიტრალურივოლოდიმირ ზელენსკი - პრეზიდენტ ტრამპის მიმართ სრული პატივისცემის მიუხედავად, ლიდერის არჩევა ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია - უთხარით პუტინს, შეწყვიტოს ცეცხლი 60 დღით და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ
  3. TV პირველიოპოზიციურიზელენსკი: თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს
  4. ტაბულაოპოზიციურიუკრაინა არჩევნებისთვის მზადაა, თუ რუსეთი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება – ზელენსკი
  5. რუსთავი 2სამთავრობოზელენსკის განცხადებით, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს, თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება
  6. ალიაოპოზიციური“დიდი პატივისცემის მიუხედავად…” – ზელენსკის პასუხი ტრამპს
  7. ბათუმელებიოპოზიციურიზელენსკი: თუ რუსეთს სურს არ დავბომბოთ მისი ნავთობის ქარხნები, უნდა შეწყვიტოს დარტყმა ჩვენს ენერგოსისტემაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე უკვე არაერთხელ ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს: თუ მას სურს რაიმე ცვლილებები არჩევნების გზით, უთხრას [რუსეთის] პრეზიდენტ [ვლადიმირ] პუტინს - მოგვეცით ორი თვე, 60 დღე სრული ზავი, და ჩვენ ორგანიზებას გავუკეთებთ არჩევნებს. და, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ჩვენი ხალხის - სწორედ უკრაინელი ხალხის ნებისმიერი არჩევანისთვის“
„მაგრამ მთავარია ამისთვის დაცული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ხალხისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის მიცემა. რა თქმა უნდა, უკრაინელები თავად წყვეტენ, როდის მისცენ ხმა, როგორ და ვის სასარგებლოდ“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ზელენსკიმ დაასახელა პირობები რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმების შესაჩერებლადწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები