პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩერგოლეიშვილი – რუსთაველის, გურამიშვილის, ჭავჭავაძის, ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება არის ჩვენი იდენტობა, ეს იდენტობა რუსეთმა სულ ქვაში რომ გამოკეტოს, ქვას შევჭამთ და თავს გავითავისუფლებთ

ფედერალისტები

„ფედერალისტების“ ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, რომ საქართველო რესპუბლიკა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ გახდება, ხოლო ერი თავს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან ითავისუფლებს.

თამარ ჩერგოლეიშვილი – რუსთაველის, გურამიშვილის, ჭავჭავაძის, ორბელიანის, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება არის ჩვენი იდენტობა, ეს იდენტობა რუსეთმა სულ ქვაში რომ გამოკეტოს, ქვას შევჭამთ და თავს გავითავისუფლებთ
პირველი არხი

ადრეც მითქვამს და უნდა გავიმეორო, რომ მე არასდროს დამიკარგავს ქართველი ხალხის იმედი. არ დამიკარგავს არა იმიტომ, რომ სათითაოდ გიცნობთ, არამედ იმიტომ, რომ იმას ვიცნობ, რასაც ჩვენი კოლექტიური, ერთობლივი მეხსიერება განძად ინახავს – ვიცნობ შოთა რუსთაველს, ილია ჭავჭავაძეს, დავით გურამიშვილს, სულხან-საბა ორბელიანს, ვაჟა-ფშაველას, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, საქართველო რესპუბლიკა იქნება მას შემდეგ, რაც ივანიშვილი დამარცხდება.

„ვიცი, რომ მათი შემოქმედება არის ჩვენი იდენტობა და ეს იდენტობა რუსეთმა სულ ქვაში რომ გამოკეტოს, ზუსტად ვიცი, რომ ქვას შევჭამთ და თავს გავითავისუფლებთ. სწორედ ეს პროცესი მიდის ახლა. ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან. გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა. გამარჯვებამდე უნდა გავცეთ პასუხი კითხვას – როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ საქართველო ივანიშვილის გარეშე არის საქართველო, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, სადაც გაჭირვებული არ მათხოვრობს,სადაც დამნაშავე დასჯილია და კანონმორჩილი უსაფრთხოდაა და სადაც ძლიერი სუსტს ვერ ჩაგრავს. ჩვენ აუცილებლად შევთანხმდებით ამაზე, რადგან ეს არის ქართული და ეს ვართ ჩვენ – ქართველები. თავისუფალ საქართველოს გაუმარჯოს, საქართველო ევროპაა და საქართველო რესპუბლიკა იქნება მას შემდეგ, რაც ივანიშვილს დავამარცხებთ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
ოპოზიციური 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურითამარ ჩერგოლეიშვილი - ახლა მიდის პროცესი, როცა ქართველი ერი თავს ითავისუფლებს რუსული ტოტალიტარიზმის ნარჩენებისგან, გამარჯვებამდე ცოტა დაგვრჩა! - ივანიშვილის გარეშე საქართველო ნიშნავს ქვეყანას, სადაც ყველა თანასწორია, გაჭირვებული არ მათხოვრობს, დამნაშავე დასჯილია
  2. TV პირველიოპოზიციურითამარ ჩერგოლეიშვილი: გამარჯვებამდე უნდა შევთანხმდეთ, როგორია საქართველო ივანიშვილის გარეშე
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ჩერგოლეიშვილი – კერპთაყვანისმცემლებო, თქვენი თავისუფლება იქ სრულდება, სადაც სხვისი იწყება, ან თქვენს პოლიტიკურ ლეშს ცხვირებში არ შეგვთხრით, ანაც გზავნილი იქნება, რომ ახირებული ავტოკრატების დრო წავიდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები