ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ტრამპი: რუსეთმა დაკარგა კონტროლი თავის დიზელის მრეწველობაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაკარგა კონტროლი თავის დიზელის მრეწველობაზე და ქარხნების დაზიანების გამო საწვავის დეფიციტი იქმნება. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ ომი უნდა შეწყდეს და უკრაინა მზად არის დეესკალაციისთვის, თუ რუსეთი შეწყვეტს დარტყმებს ენერგეტიკის სექტორსა და სურსათის ექსპორტის მარშრუტებზე.

ტრამპი: რუსეთმა დაკარგა კონტროლი თავის დიზელის მრეწველობაზე
ტრამპი: რუსეთმა დაკარგა კონტროლი თავის დიზელის მრეწველობაზერადიო თავისუფლება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომლის ადმინისტრაციის მცდელობებს, დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი, ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ აქვს, კვლავ განაცხადა, რომ ეს ომი უნდა შეწყდეს.

ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში 21 სექტემბერს გამოქვეყნებულ პოსტში ომს „სირცხვილი“ უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა ომის ერთ-ერთ შედეგად ის დაასახელა, რომ „რუსეთმა საუბედუროდ, დაკარგა კონტროლი თავის დიზელის მრეწველობაზე“.

დონალდ ტრამპის თანახმად, რუსეთში ბევრი ქარხანა აფეთქებულია, ან დროებით მაინც მწყობრიდანაა გამოსული.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის დასაწყისიდან კიდევ უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.

სექტემბრის დასაწყისში რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის შიდა ბაზარი სრულადაა უზრუნველყოფილი დიზელით და საავიაციო საწვავით, თუმცა არის საავტომობილო ბენზინის გარკვეული დეფიციტი.

ზელენსკის პასუხიაშშ-ის პრეზიდენტს სოციალური ქსელებით გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის თანახმად, „რუსეთის ომი უკრაინის და საღი აზრის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს“, უკრაინა პირველივე წუთიდან მიისწრაფოდა მშვიდობისკენ და ათეულობით დიპლომატიური წინადადება წარმოადგინა „ომის ღირსეულად დასასრულებლად, გარანტირებული უსაფრთხოებისა და რუსეთის ახალი შეჭრების აღსაკვეთად“.

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით ახლაც მიმდინარეობს დიალოგი პრეზიდენტ ტრამპთან და აშშ-თან და განიხილება იდეები მშვიდობის მოახლოებისთვის, მათ შორის გადამწყვეტი ნაბიჯები დეესკალაციის მიზნით.

უკრაინა მზად არის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას დეესკალაციისთვის, თუ რუსეთი შეწყვეტს დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკის სექტორსა და სურსათის ექსპორტის მარშრუტებზე.

უკრაინის პრეზიდენტი ამჟამად ნიუ-იორკშია, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტსაც შეხვდება.

ვაშინგტონის ერთ-ერთი, ჯერჯერობით უშედეგო ინიციატივა ეხება რუსეთის და უკრაინის მიერ ერთმანეთის ენერგოობიექტებზე შეტევების შეწყვეტას.

20 სექტემბერს, აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ დასავლეთის მედიასაშუალებებმა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნოით დაწერეს, რომ ტრამპმა ზელენსკის ისევ სთხოვა, დიზელის საწვავის პრობლემების გამო თავი შეიკავონ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებისგან. თეთრ სახლს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„სირცხვილი“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„რუსეთმა საუბედუროდ, დაკარგა კონტროლი თავის დიზელის მრეწველობაზე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„რუსეთის ომი უკრაინის და საღი აზრის წინააღმდეგ უნდა შეწყდეს“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.