ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

“დიდი პატივისცემის მიუხედავად…” – ზელენსკის პასუხი ტრამპს

ზელენსკიმ დონალდ ტრამპის განცხადებას უკრაინაში პრეზიდენტის შეცვლის შესახებ უპასუხა და აღნიშნა, რომ ლიდერის არჩევა ხალხის გადასაწყვეტია. მისი თქმით, თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება, უკრაინა მზადაა არჩევნები ჩაატაროს.

“დიდი პატივისცემის მიუხედავად…” – ზელენსკის პასუხი ტრამპს
“დიდი პატივისცემის მიუხედავად…” – ზელენსკის პასუხი ტრამპსალია

ზელენსკიმ ABC News-ს სატელევიზიო ინტერვიუში დონალდ ტრამპის პასუხად, რომელმაც გუშინ, 10 ოქტომბერს თქვა, რომ დროა, უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩიოს. თქვა

„პირველ რიგში, პრეზიდენტ ტრამპისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ხალხის გადასაწყვეტია ამა თუ იმ ლიდერის არჩევა.”

ამავე ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ პუტინი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება, უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს: „გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე – 60 დღე სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის – და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ“

ABC News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა ისიც, რომ, მისი აზრით, უკრაინის მწვავე კრიტიკის მიზეზი ის არის, რომ ამერიკის ადმინისტრაცია პუტინის შეჩერების გზას ვერ პოულობს: „ეს ხალხი ვერ პოულობს პუტინის შეჩერების გასაღებს. იმიტომ, რომ პუტინის შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე სხვებზე ზეწოლა. იმიტომ, რომ უფრო ადვილია ფასებზე საუბარი და მათი უკრაინასთან დაკავშირება“, – თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ყველამ იცის, რომ საწვავის ფასების ზრდის რეალური მიზეზი ახლო აღმოსავლეთის ომია.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„გთხოვთ, უთხარით პუტინს, მოგვცეს ორი თვე – 60 დღე სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის – და ჩვენ არჩევნებს ჩავატარებთ“
„ეს ხალხი ვერ პოულობს პუტინის შეჩერების გასაღებს. იმიტომ, რომ პუტინის შეჩერება უფრო რთულია, ვიდრე სხვებზე ზეწოლა. იმიტომ, რომ უფრო ადვილია ფასებზე საუბარი და მათი უკრაინასთან დაკავშირება“
ზელენსკი
მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კრემლი აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მხოლოდ 1 დღით დათანხმდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები