პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება ქოლ-ცენტრების მფარველობას, ინვესტორების ლობირებას, გაზიფიკაციის ტენდერებსა და ბაღების სააგენტოს შესყიდვებთან დაკავშირებულ ეპიზოდებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
"სასამართლო პროცესებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა შემდეგი: ბრალდების პირველი ეპიზოდი - ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ თბილისში მოწყობილი თაღლითური ქოლ-ცენტრის, თანამდებობრივი ავტორიტეტის და ძალაუფლების გამოყენებით მფარველობისათვის, 2021-2022 წლებში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამის სახით აიღო 1 365 000 აშშ დოლარი.
ბრალდების მეორე ეპიზოდი - 2022 წელს გრიგოლ ლილუაშვილმა, ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასა და განვითარების ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმების მსურველ ინვესტორს, საკითხის ლობირებისა და სასურველი შედეგის მისაღწევად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძის მეშვეობით ქრთამის სახით გამოართვა 1 000 000 აშშ დოლარი.
ბრალდების მესამე ეპიზოდი - 2022 წლის თებერვლის თვეში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კომპანია "ექსპრესსერვისი 2008-ის" დირექტორს და დამფუძნებელს გაზიფიკაციის ტენდერებში ლობირების და გამარჯვების სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილმა მოსთხოვა და გამოართვა 1 500 000 ლარი.
ბრალდების მეოთხე ეპიზოდი - გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახაბერ გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებისათვის მეწარმე სუბიექტებისგან, სააგენტოს თანამშრომლების მეშვეობით, ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ატკატებს იღებდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, 2018 -2023 წლებში ქრთამის სახით აღებულმა თანხამ 5 325 943 ლარი შეადგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გრიგოლ ლილუაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა", - აღნიშნულია განცხადებაში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEგრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- TV პირველიცნობილია რამდენი წლით გაუშვეს გრიგოლ ლილუაშვილი ციხეში
- რადიო თავისუფლებასუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- იმედინიუსიგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
- რუსთავი 2გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- ნეტგაზეთიგრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- ალიაგრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიუსაჯეს
- BM.GEეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი
- POSTVგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა • POSTV
- TV პირველირას გეგმავს გრიგოლ ლილუაშვილი - ადვოკატის პირველი კომენტარი
- რუსთავი 2"კანონით დადგენილ ვადაში განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით" - გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
- ინტერპრესნიუსიპროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…