რას გეგმავს გრიგოლ ლილუაშვილი - ადვოკატის პირველი კომენტარი
საქალაქო სასამართლოს მიერ კორუფციულ დანაშაულში დამნაშავედ ცნობილ სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს მოსამართლე ნინო თარაშვილმა 13 წლიანი პატიმრობა მიუსჯა. დაცვის მხარე, კერძოდ ადვოკატი ლანა ცერცვაძე აცხადებს, რომ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება და ყველა სამართლებრივი ინსტანცია იქნება გამოყენებული უდანაშაულობის დასამტკიცებლად.

გრიგოლ ლილუაშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცხადებულ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს - დაცვის მხარე ამბობს, რომ ყველა ინსტანციაში იბრძოლებენ სუს-ის ექს-შეფის უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ საქმე სტრასბურგის სასამართლოშიც წავიდეს.
რაც შეეხება თავად უკვე მსჯავრდებულ ყოფილ მინისტრს, ლილუაშვილს დღეს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს - სუს-ის ექს-შეფი განაჩენის გამოცხადებას დუმილით შეხვდა.
დაცვის მხარეს და ბატონ ლილუაშვილს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არცერთი მტკიცებულება არ არსებობდა, რომელიც მის დანაშაულს რაიმე ფორმით დაამტკიცებდა.
ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი აუცილებლად შეეცდება თავისი უდანაშაულობის სამართლებრივი გზით დამტკციებას და ჩვენ ამ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციოში.
როცა დგება გამამტყუნებელი განაჩენი, ქვეყანას და სასამართლოს უნდა ჰქონდეს იმის დაფიქრების რესურსი და იფიქროს, ეს ქვეყნისთვის რამდენად ხელშემწყობი იქნება", - ამბობს ადვოკატი ლანა ცერცვაძე.
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. ნინო თარაშვილმა ექს-მაღალჩინოსანს 13 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.
უფრო კონკრეტულად: ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოთხივე ეპიზოდზე.
რას ედავებოდნენ ლილუაშვილს?
ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;
2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;
პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEგრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- TV პირველიცნობილია რამდენი წლით გაუშვეს გრიგოლ ლილუაშვილი ციხეში
- რადიო თავისუფლებასუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- იმედინიუსიგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
- რუსთავი 2გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- ნეტგაზეთიგრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- ალიაგრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიუსაჯეს
- BM.GEეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი
- POSTVგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა • POSTV
- რუსთავი 2პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავი 2"კანონით დადგენილ ვადაში განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით" - გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
- ინტერპრესნიუსიპროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…