ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ ცნეს ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური ქოლ ცენტრებისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დახმარებით ქრთამის აღების ეპიზოდებზე.

გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯარუსთავი 2

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური "ქოლ ცენტრებისა" და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, მხარეებმა რეპლიკების უფლებით ისარგებლეს. დაცვის მხარე გამამართლებელი განაჩენს ელოდა, პროკურატურა კი მიიჩნევდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები და დაკითხულ პირთა ჩვენებები ყოფილი მაღალჩინოსნის ბრალეულობას სრულად ადასტურებს.

საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის თქმით, გამოძიების მიერ მოპოვებული მასალები ოთხივე ეპიზოდს, მათ შორის საბავშვო ბაღებისა და ე.წ. ქოლცენტრების საქმეებს, უტყუარად ამტკიცებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი - რადგან ბრალდებული არ აღიარებდა, ბუნებრივია, მაქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარე გაასაჩივრებს დღეს გამოცხადებულ განაჩენსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები