ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორის, მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ლილუაშვილი ბრალის ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ იქნა ცნობილი, დასაბუთებულია. ბერძენიშვილის თქმით, თუ ლილუაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს და აღიარება იქნება სახეზე, პროკურატურა ამ საკითხს განიხილავს. სუს-ის ყოფილი უფროსი ბრალს არ აღიარებს და მისი დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორი
თუ ლილუაშვილი საპროცესოს გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბუნებრივია განვიხილავთ - პროკურორიBM.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ლილუაშვილი ბრალის ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ იქნა ცნობილი, დასაბუთებულია.

„ამ საქმეზე ხშირად მესმოდა, რომ მთავარი მოწმე იყო რომეო მიქაუტაძე, თუმცა ოთხ ეპიზოდს ვედავებოდით. აქედან ორ ეპიზოდთან მიმართებით რომეო მიქაუტაძეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა. გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები და დავკითხეთ მოწმეები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ფაქტია რომ დაადასტურა მის მიერ ჩადენილი ქმედება. ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საქმე გამოირჩეოდა მოწმეთა სიმრავლით. ამ მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაციას, რაც ერთმანეთთან მოდიოდა თანხვედრაში, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მოდიოდა თანხვედრაში და შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე აქვს თუ არა მოლოდინი, რომ ლილუაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს, ბერძენიშვილი ამბობს, რომ მოლოდინი ყოველთვის ყველაფრის შეიძლება გქონდეს და გამორიცხული არაფერია.

"თუ ის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია ჩვენ შესაბამისად განვიხილავთ. მოლოდინი ყოველთვის ყველაფრის შეიძლება გქონდეს, გამორიცხული არაფერია", - განაცხადა პროკურორმა.

პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუს-ის ყოფილი უფროსი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და როგორც მისი ადვოკატი ამბობს, სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.

ვრცლად ამ თემაზე: ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ამ საქმეზე ხშირად მესმოდა, რომ მთავარი მოწმე იყო რომეო მიქაუტაძე, თუმცა ოთხ ეპიზოდს ვედავებოდით. აქედან ორ ეპიზოდთან მიმართებით რომეო მიქაუტაძეს არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდა. გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები და დავკითხეთ მოწმეები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ფაქტია რომ დაადასტურა მის მიერ ჩადენილი ქმედება. ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საქმე გამოირჩეოდა მოწმეთა სიმრავლით. ამ მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაციას, რაც ერთმანეთთან მოდიოდა თანხვედრაში, ასევე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მოდიოდა თანხვედრაში და შესაბამისად, სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი“
მარიამ ბერძენიშვილი
„თუ ის საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილს გამოთქვამს, თუ სახეზე გვექნება აღიარება, ბუნებრივია ჩვენ შესაბამისად განვიხილავთ. მოლოდინი ყოველთვის ყველაფრის შეიძლება გქონდეს, გამორიცხული არაფერია“
მარიამ ბერძენიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.