პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საქართველოს რკინიგზა

საქმის 9-თვიანი განხილვის შემდეგ მოსამართლე ნინო თარაშვილმა სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მიხედვით, ის დამნაშავედ ცნეს ქრთამის აღების ოთხ ეპიზოდში, მათ შორის ინვესტორებისგან თანხების აღებასა და უკანონო ქოლ-ცენტრების მფარველობაში.

სუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
რადიო თავისუფლება

საქმის 9-თვიანი განხილვა მოსამართლე ნინო თარაშვილმა 2026 წლის 16 სექტემბერს დაასრულა და განაჩენიც გამოაცხადა.

თუკი ლილუაშვილის განაჩენს 23 სექტემბრამდე არ გამოაცხადებდნენ, მას ე.წ. წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა, ცხრა თვე ეწურებოდა და სასამართლო ვალდებული გახდებოდა, მისთვის აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა.

გრიგოლ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნეს „ქრთამის აღების“ ოთხ ეპიზოდში:

ბრალდების მიხედვით:

ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას 2022 წლის ოქტომბერში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;

გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას 2022 წლის თებერვალში, ამ შემთხვევაშიც რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;

2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლ-ცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის დახმარებით მიიღო $1 365 000;

ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც ბაღების შესყიდვებიდან დიდი ოდენობის „ატკატებს“ იღებდა.

ციხე მინისტრობის ნაცვლად

გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 5 წელზე მეტ ხანს იკავებდა სუსის ხელმძღვანელის თანამდებობას, 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს.

სუსის ხელმძღვანელის თანამდებობა გრიგოლ ლილუაშვილმა მიმდინარე წლის 2 აპრილს დატოვა.

თავდაპირველად ითქვა, რომ რეგიონული განვითარების მინისტრად ნიშნავდნენ, 4 აპრილს კი ცნობილი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალა.

დაკავებამდე კვირებით ადრე, 17 ოქტომბერს, პროკურატურამ ინფორმაცია გაავრცელა ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი ბინების გაჩხრეკის შესახებ.

ლილუაშვილის გარემოცვაც პატიმრობაშია

ლილუაშვილის დაკავებამდე დააპატიმრეს მისი გარემოცვის წევრები:

ბიჭიკო პაიკიძე, რომლის შვილის ნათლიაცაა გრიგოლ ლილუაშვილი.

ბიზნესმენი ვანის 2017 და 2021 წლების მოწვევის საკრებულოებში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა;

ბიჭიკო პაიკიძემ წლების წინ, 2016 წელს, „ქართულ ოცნებას“ 12 000 ლარი შესწირა;

მას ქონებრივი დეკლარაცია არ აქვს შევსებული - როგორც საკრებულოს რიგით დეპუტატს, ამის ვალდებულება არ ჰქონია.

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, მასზე საგამოძიებო მასალა მოამზადა „სტუდია მონიტორმა“. პაიკიძე ამ მასალაში მოხსენიებული იყო, როგორც „სუსის პროტეჟე“.

კობა ხუნდაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა, ასევე ბიზნესმენი. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი;

ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ინტერესებით სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

12 სტატია
სამთავრობო 5ოპოზიციური 6ნეიტრალური 1
  1. BM.GEოპოზიციურიგრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
  2. TV პირველიოპოზიციურიცნობილია რამდენი წლით გაუშვეს გრიგოლ ლილუაშვილი ციხეში
  3. იმედინიუსისამთავრობოგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
  4. რუსთავი 2სამთავრობოგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  5. ნეტგაზეთიოპოზიციურიგრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
  6. ალიაოპოზიციურიგრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიუსაჯეს
  7. BM.GEოპოზიციურიეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი
  8. POSTVსამთავრობოგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა • POSTV
  9. რუსთავი 2სამთავრობოპროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  10. TV პირველიოპოზიციურირას გეგმავს გრიგოლ ლილუაშვილი - ადვოკატის პირველი კომენტარი
  11. რუსთავი 2სამთავრობო"კანონით დადგენილ ვადაში განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით" - გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
  12. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გრიგოლ ლილუაშვილს განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოუტანონწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები