ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლილუაშვილი განაჩენის მოლოდინში - მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მოსამართლე ნინო თარაშვილი სათათბიროდ გავიდა. ლილუაშვილმა სასამართლოზე საბოლოო სიტყვით ისარგებლა. მას ფულის გათეთრების ოთხ ეპიზოდს ედავებიან, მათ შორის ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის, გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარებისთვის, ქოლცენტრების მფარველობისა და საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილი დირექტორის მფარველობისთვის.

ლილუაშვილი განაჩენის მოლოდინში - მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
ლილუაშვილი განაჩენის მოლოდინში - მოსამართლე სათათბიროდ გავიდაTV პირველი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი განაჩანის მოლოდინშია - ნინო თარაშვილი სატათბიროდ გავიდა.

სასამართლოზე საბოლოო სიტყვით უკვე ისარგებლა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მანამდე დაცვისა და ბრალდების მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს.

სუს-ის ექს-შეფი გასული წლის 23 დეკემბერს დააკავეს - ყოფილ მაღალჩინოსანს ედავებიან „ფულის გათეთრების“ ოთხ ეპიზოდს:

რას ედავებიან ლილუაშვილს?

ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;

გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;

2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;

პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები