ეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მისი ადვოკატის განცხადებით, გადაწყვეტილება უკანონოა და სააპელაციო წესით გაჩივრდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. როგორც მისმა ადვოკატმა განაჩენი გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან თქვა, სასამართლოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო.
"კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დაცვის მხარეს და ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებდა. ის არის უდანაშაულო. ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას აუცილებლად შეეცდება სამართლებრივი გზით და აღნიშნული დაუსაბუთებელი, უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ.
ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების ეპიზოდზე.
პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუს-ის ყოფილი უფროსი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და როგორც მისი ადვოკატი ამბობს, სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEგრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- TV პირველიცნობილია რამდენი წლით გაუშვეს გრიგოლ ლილუაშვილი ციხეში
- რადიო თავისუფლებასუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- იმედინიუსიგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
- რუსთავი 2გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- ნეტგაზეთიგრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- ალიაგრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიუსაჯეს
- POSTVგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა • POSTV
- რუსთავი 2პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- TV პირველირას გეგმავს გრიგოლ ლილუაშვილი - ადვოკატის პირველი კომენტარი
- რუსთავი 2"კანონით დადგენილ ვადაში განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით" - გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
- ინტერპრესნიუსიპროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ციტატები სტატიიდან
„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დაცვის მხარეს და ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ არსებობდა არცერთი მტკიცებულება, რომელიც მის ბრალეულობას დაამტკიცებდა. ის არის უდანაშაულო. ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებას აუცილებლად შეეცდება სამართლებრივი გზით და აღნიშნული დაუსაბუთებელი, უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…