გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოთხივე ეპიზოდზე, მათ შორის ბაგა-ბაღების სააგენტოს, ქოლ ცენტრებისა და ქრთამის აღების საქმეებზე. ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
9-თვიანი განხილვების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება დღეს, 16 სექტემბერს გამოცხადდა. განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების ეპიზოდზე.
პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სუს-ის ყოფილი უფროსი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და როგორც მისი ადვოკატი ამბობს, სამართლიანი სასამართლოს პირობებში გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- TV პირველიცნობილია რამდენი წლით გაუშვეს გრიგოლ ლილუაშვილი ციხეში
- რადიო თავისუფლებასუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- იმედინიუსიგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
- რუსთავი 2გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- ნეტგაზეთიგრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- ალიაგრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიუსაჯეს
- BM.GEეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი
- POSTVგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა • POSTV
- რუსთავი 2პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- TV პირველირას გეგმავს გრიგოლ ლილუაშვილი - ადვოკატის პირველი კომენტარი
- რუსთავი 2"კანონით დადგენილ ვადაში განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით" - გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
- ინტერპრესნიუსიპროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…