"კანონით დადგენილ ვადაში განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით" - გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა რეპლიკების უფლებით ისარგებლეს, საბოლოო სიტყვა თქვა გრიგოლ ლილუაშვილმაც, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.
დაცვის მხარე ამბობს, რომ უახლოეს მომავალში პირველი ინსტანციის სასამართლოს ვერდიქტს მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"თქვენ იცით, რომ დაცვის მხარეს მოლოდინი ჰქონდა გამამართლებელი განაჩენის და ეს მოლოდინი მხოლოდ დამყარებული იყო იმაზე, რომ საქმეში რეალურად არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის არ ჩადენილ დანაშაულს დაამტკიცებდა.
ბუნებრივია, დაცვის მხარე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მიმართავს, კანონით დადგენილ ვადაში განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით," - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, ლანა ცერცვაძე.
ავტორი: ნანა გოგატაძე
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- BM.GEგრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- TV პირველიცნობილია რამდენი წლით გაუშვეს გრიგოლ ლილუაშვილი ციხეში
- რადიო თავისუფლებასუსის ყოფილ უფროს ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
- იმედინიუსიგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
- რუსთავი 2გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- ნეტგაზეთიგრიგოლ ლილუაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- ალიაგრიგოლ ლილუაშვილს 13 წელი მიუსაჯეს
- BM.GEეს უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციოში - ლილუაშვილის ადვოკატი
- POSTVგრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა • POSTV
- რუსთავი 2პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტებზე 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- TV პირველირას გეგმავს გრიგოლ ლილუაშვილი - ადვოკატის პირველი კომენტარი
- ინტერპრესნიუსიპროკურატურა გრიგოლ ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
ციტატები სტატიიდან
„თქვენ იცით, რომ დაცვის მხარეს მოლოდინი ჰქონდა გამამართლებელი განაჩენის და ეს მოლოდინი მხოლოდ დამყარებული იყო იმაზე, რომ საქმეში რეალურად არ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ბატონ გრიგოლ ლილუაშვილის არ ჩადენილ დანაშაულს დაამტკიცებდა. ბუნებრივია, დაცვის მხარე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მიმართავს, კანონით დადგენილ ვადაში განაჩენი გასაჩივრდება სააპელაციო წესით,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…