ტრამპი: ახლახან დავასრულე წარმატებული მოლაპარაკება პუტინთან, შეთანხმების თანახმად, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან წარმატებული მოლაპარაკება დაასრულა, რომლის მიხედვითაც რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს დიზელის საწვავს მიაწვდის, რაც ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების დეტალებს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
"ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.
შეთანხმების თანახმად, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში კიდევ 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას. გარდა ამისა, დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების შესაძლებლობების გათვალისწინებით, რუსეთი მოკლე დროში დამატებით 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის.
ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი განცხადების წყალობით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის რეკორდული ტემპითა და სწრაფად დაიწევს! ამერიკელებისთვის და განსაკუთრებით ჩვენი შესანიშნავი ფერმერებისთვის, მეცხოველეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის - ფასების შემცირება ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს: ირანი არ მიიღებს ბირთვულ იარაღს!"- წერს დონალდ ტრამპი.
ციტატები სტატიიდან
„ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული მოლაპარაკება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. შეთანხმების თანახმად, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, ნოემბრის განმავლობაში კიდევ 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას. გარდა ამისა, დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების შესაძლებლობების გათვალისწინებით, რუსეთი მოკლე დროში დამატებით 3 000 000 ტონა დიზელის საწვავს მოგვაწვდის. ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ამ მნიშვნელოვანი განცხადების წყალობით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის რეკორდული ტემპითა და სწრაფად დაიწევს! ამერიკელებისთვის და განსაკუთრებით ჩვენი შესანიშნავი ფერმერებისთვის, მეცხოველეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის - ფასების შემცირება ჩემი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს: ირანი არ მიიღებს ბირთვულ იარაღს!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.