პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

,, ძალიან გაფუჭდა wolt და მოერიდეთ, მეგობრებო” – ნიკა გვარამია

„ახალის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია Wolt-ს გაუარესებულ მომსახურებასა და შეკვეთის გაუქმების შემდეგ თანხის დაუბრუნებლობაში ადანაშაულებს და მოქალაქეებს პლატფორმისგან თავის არიდებას ურჩევს.

,, ძალიან გაფუჭდა wolt და მოერიდეთ, მეგობრებო” – ნიკა გვარამია
ალია

,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:

,,სრულიად სამარცხვინო გახდა wolt. კურიერები არა, თავად პლატფორმა. კატასტროფული დროის კარგვა ხომ იყო (ალბათ თბილისის საცობების გამო). ახლა უკვე ფულის კარგვაც გახდა და ეს უკვე woltის ძალიან გაფუჭებული მომსახურების გამო: შეკვეთები უქმდება, ფული არ ბრუნდება. წინათ ან ეგრევე საბანკო ანგარიშზე ირიცხებდა, ან ვოლტის კრედიტზე ჯდებოდა. ახლა შემთხვევით თუ არ გაგახსენდა და არ მოიკითხე, ჩაილურის წყალი დალია შენმა ფულმა. ოღონდ, 3 კვირის თავზე მწერენ (პასუხად ჩემს შეკითხვაზე, თორემ საკუთარი ინიციატივით კი არა), მიწერე ბანკს, ბლოკი მოგიხსნასო. და ჩემი პრობლემა რატომ გახადეს საკუთარი და Europroduct Tarkhnishvili-ს არაკეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება? ბანკთან მიმოწერისთვის თუ არ მცალია და არ მცხელა, 150 ლარი უნდა გადავყარო?

იშვიათად მძულს რამე ისე, როგორც ცუდი მომსახურება: მაღაზია იქნება, კაფე-რესტორანი თუ ინტერნეტ მაღაზია. პრინციპის საკითხია და ასევე საზოგადოების ინფორმირებისაც, რომ საჯაროდ გაგაფრთხილოთ:

ძალიან გაფუჭდა wolt და მოერიდეთ, მეგობრებო. ალტერნატივა უარესია, თორემ დიდი ხნის გადასული ვიქნებოდი. Glovo-ს საიტს ისეთი ინტერფეისი აქვს, შეკვეთას სანამ განათავსებ, აღარ გახსოვს, რას ეძებდი”

მასალის შესახებპირველწყარო: ალია ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
,,მე მაინტერესებს, უნგრული სცენარით ლიდერია საჭირო თუ სერბულით – ულიდერობა?“ – ნიკა გვარამიაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები