პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პუტინის სპეცწარმომადგენელი: რუსეთ-ამერიკის ენერგეტიკული და ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება და სარგებელს მოუტანს გლობალურ ბაზრებსა და მსოფლიოს

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარი შეაფასა და აღნიშნა, რომ რუსეთ-ამერიკის ენერგეტიკული და ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება. ტრამპის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ რუსეთიდან აშშ-ის და გლობალური ბაზრისთვის დიზელის საწვავის მიწოდებაზე.

პუტინის სპეცწარმომადგენელი: რუსეთ-ამერიკის ენერგეტიკული და ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება და სარგებელს მოუტანს გლობალურ ბაზრებსა და მსოფლიოს
იმედინიუსი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი კრემლის ლიდერისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

როგორც დმიტრიევმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, სატელეფონო საუბრის შედეგად რუსეთის მიერ აშშ-თვის დიზელის მიწოდების შესახებ მიღწეული შეთანხმება სარგებელს მოუტანს გლობალურ ბაზრებსა და მთელ მსოფლიოს.

„პრეზიდენტმა პუტინმა და პრეზიდენტმა ტრამპმა დაასრულეს სატელეფონო საუბარი. რუსეთ-ამერიკის ენერგეტიკული და ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება და სარგებელს მოუტანს გლობალურ ბაზრებსა და მსოფლიოს“, - დაწერა დმიტრიევმა.

ცნობისთვის ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
სამთავრობო 3ოპოზიციური 4ნეიტრალური 1
  1. იმედინიუსისამთავრობოტრამპი: ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას
  2. რუსთავი 2სამთავრობოტრამპი: ახლახან დავასრულე წარმატებული მოლაპარაკება პუტინთან, შეთანხმების თანახმად, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს
  3. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზრებს თვეების განმავლობაში მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
  4. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიტრამპი: რუსეთი აშშ-ის და გლობალურ ბაზრებს დიზელის საწვავს მიაწვდის
  5. ტაბულაოპოზიციურიტრამპი: პუტინთან შევთანხმდი, რომ რუსეთი მილიონობით ტონა დიზელს მოგვაწვდის
  6. ალიაოპოზიციურიპუტინთან შევთანხმდი, რომ რუსეთი მილიონობით ტონა დიზელს მოგვაწვდის – ტრამპი
  7. იმედინიუსისამთავრობოტრამპმა ნავთობის გარიგების გამო პუტინს მადლობა გადაუხადა
  8. ფორმულაოპოზიციურიტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გააფორმა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
აშშ-რუსეთს შორის "დიზელის შეთანხმება" დღეიდან ამოქმედდება - რას გულისხმობს?წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები