ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

აშშ-რუსეთს შორის "დიზელის შეთანხმება" დღეიდან ამოქმედდება - რას გულისხმობს?

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის მიწოდების შეთანხმება ამოქმედდა, რის ფარგლებშიც რუსეთი დაუყოვნებლივ 300 000 ტონაზე მეტი საწვავის ექსპორტს განახორციელებს, – ამის შესახებ რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა განაცხადა.

აშშ-რუსეთს შორის "დიზელის შეთანხმება" დღეიდან ამოქმედდება - რას გულისხმობს?
აშშ-რუსეთს შორის "დიზელის შეთანხმება" დღეიდან ამოქმედდება - რას გულისხმობს?BM.GE

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რუსული დიზელის მიწოდების შესახებ შეთანხმების აღსრულება დღეიდან, 23 ოქტომბრიდან დაიწყება - ამის შესახებ უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დმიტრიევმა ტელეკომპანია "NTV"-ის ეთერში განაცხადა.

"ჩვენ ყველამ ვიცით დიზელის გარიგების შესახებ, მისი სიტყვასიტყვით შესრულება ხვალიდან დაიწყება", - განაცხადა მან.

გარდა ამისა, თანამშრომლობის სხვა მიმართულებებს შორის დმიტრიევმა ამერიკულ ბაზარზე რუსული სასუქების მიწოდების შესაძლებლობაც დაასახელა.

"ჩვენ ასევე ძალიან აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ სხვა ენერგეტიკულ და ტექნოლოგიურ პროექტებზეც, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი მონაცემთა ცენტრების შექმნაზე", - დასძინა მან.

როგორც დმიტრიევმა აღნიშნა, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება, მიუხედავად "ცალკეული ევროპელი კოლეგების" წინააღმდეგობისა, რომლებიც, მისი თქმით, თავად გაცილებით მეტ რუსულ ენერგომატარებელს ყიდულობენ, ვიდრე აშშ.

დიზელის შეთანხმების შესახებ

9 ოქტომბერს რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რა დროსაც, მათ შორის, ნავთობპროდუქტების მიწოდების საკითხი განიხილეს.

რუსეთის ლიდერის განცხადებით, მოსკოვმა დაადასტურა მზადყოფნა, ნავთობი და ნავთობპროდუქტები როგორც ამერიკულ, ისე გლობალურ ბაზრებს მიაწოდოს.

დონალდ ტრამპის ინფორმაციით, რუსეთი აშშ-ისა და მსოფლიო ბაზრებისთვის დაუყოვნებლივ 300 000 ტონაზე მეტი დიზელის მიწოდებას უზრუნველყოფს, რაც დაახლოებით 2.25 მილიონ ბარელს შეადგენს. ნოემბერში მიწოდებას დამატებით 500 000 ტონა, ხოლო ამის შემდეგ კიდევ 1 მილიონი ტონა დაემატება.

300 000 ტონა დიზელის ექსპორტმა რუსეთს, სავარაუდოდ, დაახლოებით 400 მილიონი დოლარის შემოსავალი შეიძლება მოუტანოს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ ყველამ ვიცით დიზელის გარიგების შესახებ, მისი სიტყვასიტყვით შესრულება ხვალიდან დაიწყება“
„ჩვენ ასევე ძალიან აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ სხვა ენერგეტიკულ და ტექნოლოგიურ პროექტებზეც, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის ერთობლივი მონაცემთა ცენტრების შექმნაზე“
მასალის შესახებპირველწყარო: BM.GE ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ბულგარეთის პრემიერმა, ევროკავშირის სხვა ლიდერების პოზიციის საწინააღმდეგოდ, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის მიერ მიღწეულ დიზელის შეთანხმებას მხარი დაუჭირაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები