ტრამპი: პუტინთან შევთანხმდი, რომ რუსეთი მილიონობით ტონა დიზელს მოგვაწვდის
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იგი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი აშშ-სა და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის ფასების შესამცირებლად.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
ტრამპმა ამის შესახებ 9 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა და პუტინთან საუბარს "უაღრესად წარმატებული" უწოდა.
მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.
ტრამპის განცხადებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსკოვი მოკლე დროში კიდევ 3 მილიონი ტონა დიზელის მიწოდებას შეძლებს. ჯამში საუბარია დაახლოებით 4.8 მილიონ ტონა საწვავზე.
"ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ამ შესანიშნავი განცხადების შედეგად, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოსთვის, რეკორდულად და სწრაფად შემცირდება". - დაწერა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საწვავის გაიაფება, განსაკუთრებით ამერიკელი ფერმერებისთვის, მესაქონლეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
განცხადების დასასრულს ტრამპმა ირანის საკითხიც ახსენა და კიდევ ერთხელ თქვა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.
ტრამპის ეს განცხადება პოლიტიკურ კალენდარშია განსახილველი - აშშ-ში 3 ნოემბერს შუალედური არჩევნებია დაგეგმილი. არჩევნებზე წარმომადგენელთა პალატის ყველა, 435 მანდატი და სენატის ადგილების დაახლოებით მესამედი აირჩევა. არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, შეინარჩუნებენ თუ არა რესპუბლიკელები კონგრესზე კონტროლს.
ენერგორესურსების გაძვირება არჩევნების წინ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გამოწვევაა. ირანთან ომის ფონზე აშშ-ში დიზელის ფასი მკვეთრად გაიზარდა, რამაც განსაკუთრებით მძიმე გავლენა იქონია ფერმერებსა და სატრანსპორტო სექტორზე.
ამ ფონზე ტრამპი საწვავის ფასების შემცირებას ცდილობს, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ენერგეტიკული სანქციების დროებითი შემსუბუქების გზით.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიატრამპი: ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას
ტრამპი: ახლახან დავასრულე წარმატებული მოლაპარაკება პუტინთან, შეთანხმების თანახმად, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზრებს თვეების განმავლობაში მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
ტრამპი: რუსეთი აშშ-ის და გლობალურ ბაზრებს დიზელის საწვავს მიაწვდის
პუტინთან შევთანხმდი, რომ რუსეთი მილიონობით ტონა დიზელს მოგვაწვდის – ტრამპი
პუტინის სპეცწარმომადგენელი: რუსეთ-ამერიკის ენერგეტიკული და ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება და სარგებელს მოუტანს გლობალურ ბაზრებსა და მსოფლიოს
ტრამპმა ნავთობის გარიგების გამო პუტინს მადლობა გადაუხადა
ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გააფორმა
ციტატები სტატიიდან
„ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ამ შესანიშნავი განცხადების შედეგად, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოსთვის, რეკორდულად და სწრაფად შემცირდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…