ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიეკონომიკასტატია

ტრამპი: რუსეთი აშშ-ის და გლობალურ ბაზრებს დიზელის საწვავს მიაწვდის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზრებს დიზელის საწვავს მიაწვდის, რაც საწვავის მაღალი ფასების შემცირებისკენ არის მიმართული.

ტრამპი: რუსეთი აშშ-ის და გლობალურ ბაზრებს დიზელის საწვავს მიაწვდის
ტრამპი: რუსეთი აშშ-ის და გლობალურ ბაზრებს დიზელის საწვავს მიაწვდისრადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა აშშ-ის და გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ მიაწოდოს 300 000-ზე მეტი ტონა დიზელი - რაც წარმოადგენს საწვავის ფასების შემცირების ძალისხმევას, 3 ნოემბერს დანიშნული კონგრესის არჩევნების წინ.

ამ ნაბიჯის ფონია დიზელის საწვავის ფასების სარეკორდოდ მაღალ ნიშნულთან მიახლოება. დიზელი გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, საცხოვრებელი სახლების გასათბობად და ტვირთების გადაზიდვისთვის.

სოციალური მედიით გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ამბობს, რომ "უაღრესად წარმატებული" დისკუსია ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან - რომლის დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი დიზელის მიწოდებას დაუყოვნებლივ დაიწყებს.

პუტინის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა პლატფორმაზე X შეაქო დიზელისა და ენერგიის სფეროში თანამშრომლობა რუსეთსა და აშშ-ის შორის

ტრამპის თქმით, რუსეთი 500 000 ტონა დიზელს გაიღებს ნოემბერშიც, და კიდევ 1 000 000 ტონას - "ამის შემდეგ, დაუყოვნებლივ". ამას, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი საწვავის მიწოდება მოჰყვეს - ტრამპის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება "მათი დიზელის გადამამუშავებელი საწარმოების მდგომარეობაზე". ეს საწარმოები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მიმდინარეობისას დაზიანდა.

სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ამ უჩვეულო ნაბიჯს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ სანქციების დაწესება რუსეთის ენერგეტიკული კომპანიებისთვის, მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა ზოგადი ლიცენზია, რომელიც რუსული დიზელის იმპორტზე ნებართვას გასცემს მომავალი წლის 7 აპრილამდე.

დიზელის ფასი - რასაც ინფლაციის გამოწვევა შეუძლია - 70 პროცენტითაა გაზრდილი მას მერე, რაც მიმდინარე წელს აშშ-მა და ისრაელმა ირანთან ომი დაიწყეს.

ტრამპმა შეთანხმება დაუკავშირა მიზანს შემცირდეს გლობალური ფასები დიზელის საწვავზე. მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ჰორმუზის სრუტის კონტროლისა და რუსეთის მიერ მიწოდებების განახლების ფონზე ფასები სწრაფად დაიკლებს.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახური აღნიშნავს, რომ საკუთრივ რუსეთში დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვაა დაწესებული.

ოქტომბრის დასაწყისში პუტინმა კომენტარი გააკეთა უკრაინის წინადადებაზე ენერგეტიკული ზავის შესახებ - თქვა, რომ რუსეთს საკმარისი რაოდენობის დიზელი აქვს, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე მის მიწოდებას დასავლეთის სანქციები უქმნის წინაღობას.

პუტინი მაშინ ამბობდა, რომ რუსეთი ვერ ხედავს აზრს შეწყვიტოს დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, უკრაინის მხრიდან რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებზე თავდაუსხმელობის სანაცვლოდ - რადგან სანქციები ისედაც არ უშვებს საწვავის ექსპორტს.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„უაღრესად წარმატებული“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„ამის შემდეგ, დაუყოვნებლივ“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„მათი დიზელის გადამამუშავებელი საწარმოების მდგომარეობაზე“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.