ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გააფორმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმება გააფორმა. ტრამპის თქმით, ეს ნაბიჯი საწვავის ფასების შემცირებას ისახავს მიზნად.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.
ტრამპის თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.
ტრამპი აღნიშნავს, რომ საწვავის გაიაფება, განსაკუთრებით ამერიკელი ფერმერებისთვის, მესაქონლეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის, მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
"ჰორმუზის სრუტეზე ჩვენი სრული კონტროლისა და რუსულ ენერგორესურსებთან დაკავშირებული ამ შესანიშნავი განცხადების შედეგად, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, ფაქტობრივად, მთელი მსოფლიოსთვის, რეკორდულად და სწრაფად შემცირდება", - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ამერიკელი მაღალჩინოსნის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ზელენსკიმ მისი რამდენიმე თხოვნა უგულებელყო, შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ტრამპს და მის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, განუცხადა რომ მზად არის რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეწყვიტოს, თუ რუსები დარტყმებს შეწყვეტენ უკრაინულ ელექტროსადგურებზე.
მედიის ინფორმაციით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს რომ ტრამპს სურდა უკრაინას ცალმხრივად შეეწყვიტა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები, ვინაიდან მათ წვლილი შეჰქონდათ ამერიკაში საწვავზე მაღალ ფასებში და ტრამპს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დარტყმები უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის დარტყმების ტოლფასად არ მიაჩნდა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- იმედინიუსიტრამპი: ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას
- რუსთავი 2ტრამპი: ახლახან დავასრულე წარმატებული მოლაპარაკება პუტინთან, შეთანხმების თანახმად, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს
- ინტერპრესნიუსიდონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზრებს თვეების განმავლობაში მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
- რადიო თავისუფლებატრამპი: რუსეთი აშშ-ის და გლობალურ ბაზრებს დიზელის საწვავს მიაწვდის
- ტაბულატრამპი: პუტინთან შევთანხმდი, რომ რუსეთი მილიონობით ტონა დიზელს მოგვაწვდის
- ალიაპუტინთან შევთანხმდი, რომ რუსეთი მილიონობით ტონა დიზელს მოგვაწვდის – ტრამპი
- იმედინიუსიპუტინის სპეცწარმომადგენელი: რუსეთ-ამერიკის ენერგეტიკული და ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება და სარგებელს მოუტანს გლობალურ ბაზრებსა და მსოფლიოს
- იმედინიუსიტრამპმა ნავთობის გარიგების გამო პუტინს მადლობა გადაუხადა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…