ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რუსეთის ვიცეპრემიერი: რუსეთი დიზელის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას დაუყოვნებლივ დაიწყებს

რუსეთის ვიცეპრემიერის, ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, რუსეთი დიზელის საწვავის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას დაუყოვნებლივ დაიწყებს. ეს გადაწყვეტილება ემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა.

რუსეთის ვიცეპრემიერი: რუსეთი დიზელის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას დაუყოვნებლივ დაიწყებს
რუსეთის ვიცეპრემიერი: რუსეთი დიზელის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას დაუყოვნებლივ დაიწყებსტაბულა

რუსეთის ვიცეპრემიერის ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, რუსეთი დიზელის საწვავის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნას დაუყოვნებლივ დაიწყებს.

"როგორც გლობალურ ბაზარზე დიზელის საწვავის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი, რუსეთი, თავის მხრივ, ასევე დაუყოვნებლივ იწყებს დიზელის ექსპორტზე შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნას". - განუცხადა TASS-ს ნოვაკმა.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეუთანხმდა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის.

ტრამპმა ამის შესახებ 9 ოქტომბერს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა და პუტინთან საუბარს "უაღრესად წარმატებული" უწოდა.

მისი თქმით, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს 300 000 ტონაზე მეტ დიზელს, ნოემბერში დამატებით 500 000 ტონას, ხოლო ამის შემდეგ კიდევ მილიონ ტონას.

ტრამპის განცხადებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსკოვი მოკლე დროში კიდევ 3 მილიონი ტონა დიზელის მიწოდებას შეძლებს. ჯამში საუბარია დაახლოებით 4.8 მილიონ ტონა საწვავზე.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და Axios-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მას "სრულად საშინელი" და "პუტინისთვის განკუთვნილი დაბადების დღის საჩუქარი" უწოდა.

ზელენსკი: რუსეთმა დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნისთვის მადლიერება დაბომბვით გამოხატა

ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ მაიამიში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს "თვალის ასახვევად იყენებს", სანამ რუსეთთან შეთანხმებაზე საუბრობს და მათთვის დიზელის ექსპორტირების ნების დართვით ომში ფულს დებს

Axios-ის ცნობით, 9 ოქტომბერს მაიამიში გამართული რვასაათიანი მოლაპარაკებებისას უიტკოფმა და კუშნერმა უკრაინელ მომლაპარაკებელთა ჯგუფს აცნობეს, რომ პრეზიდენტი ტრამპი პუტინთან გასაუბრებასა და რუსული დიზელის ექსპორტზე სანქციების მოხსნას გეგმავდა.

ამერიკულმა დელეგაციამ უკრანულ მხარეს განუმარტა, რომ ტრამპმა ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინამ აშშ-ს მოწოდება რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ არ გაითვალისწინა, რაც პირდაპირ აისახებოდა ამერიკელ მომხმარებლებზე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„როგორც გლობალურ ბაზარზე დიზელის საწვავის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი, რუსეთი, თავის მხრივ, ასევე დაუყოვნებლივ იწყებს დიზელის ექსპორტზე შეზღუდვების ვადაზე ადრე მოხსნას“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
პუტინი და მისი მთავრობა აშშ-ში დიზელით დატვირთული პირველი ტანკერის გაგზავნის სხვადასხვა დროს ასახელებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები