დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან შეთანხმებით რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზრებს თვეების განმავლობაში მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმერ პუტინთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, რუსეთი აშშ-სა და გლობალურ ბაზრებს ეტაპობრივად მილიონობით ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის, რაც, მისი თქმით, საწვავის ფასების რეკორდულ შემცირებას გამოიწვევს.

ვლადიმერ პუტინთან შევთანხმდით, რომ რუსეთი ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს უახლოეს თვეებში ასობით ათას ტონა დიზელის საწვავს მიაწვდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ჯამში რუსეთი გლობალურ ბაზრებს დიზელის საწვავის 3,000,000 ტონას მიაწვდის, რაც ფასების რეკორდულ შემცირებას უზრუნველყფს.
"ამ წამს დავასრულე ძალიან წარმატებული განხილვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რუსეთი მიაწვდის დიზელის საწვავის 300,000-ზე მეტ ტონას ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ, კიდევ 500,000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, და 1,000,000 ტონას მას შემდეგ დაუყოვნებლივ. დამატებით, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროის განმავლობაში, დიზელის საწვავის 3,000,000 ტონას მიაწვდის. ჰორმუზის სრუტის ჩვენი სრული კონტროლისა და რუსეთის ენერგეტიკაზე ამ შესანიშნავი განცხადების გათვალისწინებით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, რეალურად, მსოფლიოსთვის, დაიწევა, რეკორდულად, და სწრაფად!..
ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. დამატებით, უნდა გვესმოდეს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება!”, - წერს ტრამპი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიატრამპი: ახლახან დავასრულე ძალიან წარმატებული სატელეფონო საუბარი ვლადიმირ პუტინთან, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს, კიდევ 500 000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, ხოლო ამის შემდეგ - 1 000 000 ტონას
ტრამპი: ახლახან დავასრულე წარმატებული მოლაპარაკება პუტინთან, შეთანხმების თანახმად, რუსეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის ამერიკულ და გლობალურ ბაზარს 300 000 ტონაზე მეტ დიზელის საწვავს
ტრამპი: რუსეთი აშშ-ის და გლობალურ ბაზრებს დიზელის საწვავს მიაწვდის
ტრამპი: პუტინთან შევთანხმდი, რომ რუსეთი მილიონობით ტონა დიზელს მოგვაწვდის
პუტინთან შევთანხმდი, რომ რუსეთი მილიონობით ტონა დიზელს მოგვაწვდის – ტრამპი
პუტინის სპეცწარმომადგენელი: რუსეთ-ამერიკის ენერგეტიკული და ეკონომიკური თანამშრომლობა გაგრძელდება და სარგებელს მოუტანს გლობალურ ბაზრებსა და მსოფლიოს
ტრამპმა ნავთობის გარიგების გამო პუტინს მადლობა გადაუხადა
ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავზე შეთანხმება გააფორმა
ციტატები სტატიიდან
„ამ წამს დავასრულე ძალიან წარმატებული განხილვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომლის დროსაც შევთანხმდით, რომ რუსეთი მიაწვდის დიზელის საწვავის 300,000-ზე მეტ ტონას ამერიკულ და გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ, კიდევ 500,000 ტონას ნოემბრის განმავლობაში, და 1,000,000 ტონას მას შემდეგ დაუყოვნებლივ. დამატებით, მათი დიზელის გადამამუშავებელი ქარხნების მდგომარეობიდან გამომდინარე, რუსეთი მოკლე დროის განმავლობაში, დიზელის საწვავის 3,000,000 ტონას მიაწვდის. ჰორმუზის სრუტის ჩვენი სრული კონტროლისა და რუსეთის ენერგეტიკაზე ამ შესანიშნავი განცხადების გათვალისწინებით, დიზელის ფასები ამერიკელებისთვის და, რეალურად, მსოფლიოსთვის, დაიწევა, რეკორდულად, და სწრაფად!.. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი განცხადებაა. დამატებით, უნდა გვესმოდეს, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება!“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…