ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ბიძინა ივანიშვილის უცენზურო სიტყვებით მოხსენიებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ გიორგი კირვალიძეს 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ უცენზურო სიტყვებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო გიორგი კირვალიძეს 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რის შემდეგაც მან სასამართლო დარბაზში მაგიდა დააზიანა.

ბიძინა ივანიშვილის უცენზურო სიტყვებით მოხსენიებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ გიორგი კირვალიძეს 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
ბიძინა ივანიშვილის უცენზურო სიტყვებით მოხსენიებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ გიორგი კირვალიძეს 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდარუსთავი 2

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი კირვალიძის ადმინისტრაციული საქმე განიხილებოდა. საქმე ბიძინა ივანიშვილის უცენზურო სიტყვებით მოხსენიებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფას ეხებოდა.

სასამართლომ გიორგი კირვალიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კირვალიძემ სასამართლო დარბაზში მაგიდა დააზიანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

2025 წლის 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა გიორგი კირვალიძემ, მიმდინარე წლის 24 ივნისს აღნიშნული საქმის განხილვისას, რა დროსაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, უცენზურო სიტყვებით მოიხსენია ბიძინა ივანიშვილს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

პირველი რეაქცია შენი იყოს