პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

პროკურორი - ელისო კილაძის ქმედებები, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით, ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან

თბილისის საქალაქო სასამართლო

პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განცხადებით, ელისო კილაძის ქმედებები „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით იყო შენიღბული და ის დაჯგუფების მითითებით მოქმედებდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

პროკურორი - ელისო კილაძის ქმედებები, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით, ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან
ინტერპრესნიუსი

ელისო კილაძის თითოეული ქმედება, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით. ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან,- ამის შესახებ ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტი ელისო კილაძე თავის შესაძლებლობებს იყენებდა იმგვარად, როგორც „ეს „ქოლ-ცენტრის“ საქმიანობისთვის იქნებოდა საჭირო“.

„2020-2023 წლებში სამ სხვადასხვა შპს-ს ბაზაზე, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ფუნქციონირებდა 5 „ქოლ-ცნეტრი“. ამ ჯგუფს ჰყავდა ორგანიზატორები, რომლებიც ადგილზე მენეჯერულ საქმიანობას ეწეოდნენ, ასევე იყვნენ ფიგურები, რომლებსაც გადანაწილებული ჰქონდათ მფარველებთან და სხვადასხვა პირებთან ურთიერთობა და კავშირების დალაგება. ასევე, პირები, რომლებიც პროგრამულად უზრუნველყოფდნენ ამ ყველაფრის ფუნქციონირებას. მფარველებიც მიცემულები არიან პასუხისგებაში.

მოწმეების მიერ მიცემული ინფორმაციით დადასტურდა, რომ [ელისო კილაძე] თავის შესაძლებლობას იყენებდა იმგვარად, როგორც ეს „ქოლ-ცენტრის“ საქმიანობისთვის იქნებოდა საჭირო.

თითოეული მისი ქმედება, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით. ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭოროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან“,- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი, ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
ოპოზიციური 6ნეიტრალური 1
  1. ნეტგაზეთიოპოზიციურიელისო კილაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
  2. რადიო თავისუფლებაოპოზიციურიელისო კილაძეს „ქოლცენტრების“ საქმეზე 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  3. ნეტგაზეთიოპოზიციურიელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
  4. ალიაოპოზიციური„გესმით? ვინც აღიარა ქოლცენტრების მართვა, გაუშვეს, ელისოს 10-წლიანი პატიმრობის სანაცვლოდ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
  5. ფორმულაოპოზიციურიჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს
  6. TV პირველიოპოზიციურიელისოს წინააღმდეგ ანგარიშსწორება ხორციელდება - კილაძის უფლებადამცველი
  7. ინტერპრესნიუსინეიტრალურიელისო კილაძის ადვოკატი - როგორც კი ჩავიბარებთ განაჩენს, აუცილებლად გავასაჩივრებთ
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ელისო კილაძე ვერდიქტის მოლოდინში - სასამართლო საქმეზე განაჩენს დღეს გამოაცხადებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები