პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს აქტივისტი გიორგი კირვალიძე

საქართველოს პროკურატურათბილისის საქალაქო სასამართლო

აქტივისტი გიორგი კირვალიძე გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე მოსამართლის შეურაცხყოფის ბრალდებით ხელახლა დააკავეს. მანამდე მან მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანს „ბიძინას მონა“ უწოდა.

გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს აქტივისტი გიორგი კირვალიძე
რადიო თავისუფლება

კირვალიძის დაკავების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტმა თამუნა გიორგაძემ გაავრცელა.

ვიდეოში ისმის დაკავებისას პოლიციელის განმარტება, რომ კირვალიძეს აკავებენ სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც მოსამართლის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

რის გამო დააკავეს კირვალიძე

მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის მიერ 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გამოცხადებას კირვალიძის პროტესტი მოჰყვა. მან მოსამართლეს მიმართა: „შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა“.

დარბაზიდან გაყვანამდე კირვალიძემ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეაგინა. ის სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

გიორგი კირვალიძეს, 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა. შეთანხმებით, მას ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ კირვალიძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“.

ამის შემდეგ, 19 აგვისტოს, პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა. მოსამართლე გიორგი კერატიშვილი მოთხოვნას დაეთანხმა და საქმე არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
ოპოზიციური 3
  1. TV პირველიოპოზიციურიივანიშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი კირვალიძე, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ისევ დააკავეს (ვიდეო)
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურიგიორგი კირვალიძე ისევ დააკავეს
  3. TV პირველიოპოზიციურიიზოლატორიდან გამოსული გიორგი კირვალიძე სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესით დააკავეს
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბიძინა ივანიშვილის გინებისთვის გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები