ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გიორგი კირვალიძე ისევ დააკავეს

ტვ პირველისაქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

4 ოქტომბრის საქმის ბრალდებული გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის შემდეგ, იზოლატორის დატოვებისთანავე მოსამართლის შეურაცხყოფის მუხლით ხელახლა დააკავეს.

გიორგი კირვალიძე ისევ დააკავეს
გიორგი კირვალიძე ისევ დააკავესნეტგაზეთი

4 ოქტომბრის მოვლენების საქმის ბრალდებული გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისას დააკავეს.

ვიდეოში ისმის, რომ ამჯერად მას სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც მოსამართლის შეურაცხყოფას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა „ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას მისი პროტესტი მოჰყვა, სხდომაზე მან თორნიკე ქოჩქიანს უთხრა – „შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა“.

„ტვ პირველის“ ცნობით, ამავე სხდომაზე მან კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ივანიშვილს.

ივნისში, სასამართლო პროცესზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, გიორგი კირვალიძემ თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდა: „გააუქმეთ, ბიძინას დედასაც შე***ი“.

გიორგი კირვალიძემ, ისევე როგორც 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა სხვა 30-ზე მეტმა პირმა, თავად მიმართა პროკურატურას საპროცესოს შეთანხმების თხოვნით. შეთანხმების პირობების მიხედვით, ისინი 1 წელს გაატარებენ ციხეში და 3 წელი პირობითი ექნებათ.

აგვისტოს ბოლოს სააპელაციო სასამართლომ პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმება გაუუქმა. შეთანხმების გაუქმება პროკურატურამ მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოში კირვალიძემ თქვა, რომ საპროცესოს გაფორმებისას მისი სიტყვები აღელვებას უკავშირდებოდა.

გიორგი კირვალიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ორი მუხლით:

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი);

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს აქტივისტი გიორგი კირვალიძეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები