ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ივანიშვილის გინების გამო გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ტვ პირველისაქართველოს პროკურატურაქართული ოცნება

ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. სხდომაზე მოსამართლის გადაწყვეტილებას კირვალიძის პროტესტი მოჰყვა. ადრე მას პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაუუქმდა, რომლის მიხედვითაც ის და სხვები ციხეში უნდა ყოფილიყვნენ.

ივანიშვილის გინების გამო გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
ივანიშვილის გინების გამო გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდანეტგაზეთი

ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ გიორგი კირვალიძეს 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა „ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის.

„ტვ პირველის“ ცნობით, მოსამართლის გადაწყვეტილებას კირვალიძის პროტესტი მოჰყვა: – „შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა“, – მიმართა მან მოსამართლეს მედიის ცნობით.

„ტვ პირველი“ ამბობს, რომ დღევანდელ სხდომაზე მან კიდევ ერთხელ მიაყენა შეურაცხყოფა ივანიშვილს.

ივნისში სასამართლო პროცესზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ გიორგი კირვალიძემ თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდა: „გააუქმეთ, ბიძინას დედასაც შე***ი“.

გიორგი კირვალიძემ, ისევე როგორც 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა სხვა 30-ზე მეტმა პირმა, თავად მიმართა პროკურატურას საპროცესოს შეთანხმების თხოვნით. შეთანხმების პირობების მიხედვით, ისინი 1 წელს გაატარებენ ციხეში და 3 წელი პირობითი ექნებათ.

აგვისტოს ბოლოს სააპელაციო სასამართლომ პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმება გაუუქმა. შეთანხმების გაუქმება პროკურატურამ მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოში კირვალიძემ თქვა, რომ საპროცესოს გაფორმებისას მისი სიტყვები აღელვებას უკავშირდებოდა.

გიორგი კირვალიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ორი მუხლით:

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მე-2 ნაწილი);

სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (19-222 მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით).

დაგვამატე Google-ში

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.

ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.

დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.

წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
„გააუქმეთ, ბიძინას დედასაც შე***ი“
გიორგი კირვალიძე
მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.