ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

გიორგი კირვალიძეს, ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურა

გიორგი კირვალიძეს ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა, რასაც ბრალდებულის პროტესტი მოჰყვა. პროკურატურამ კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.

გიორგი კირვალიძეს, ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გიორგი კირვალიძეს, ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდაTV პირველი

გიორგი კირვალიძეს, ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა, რასაც კირვალიძის პროტესტი მოჰყვა.

შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა, - ასე მიმართა მან მოსამართლეს.

მანამდე კი, ვიდრე მას დარბაზიდან გაიყვანდნენ, ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეაგინა.

გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა.

გიორგი კირვალიძემ, რომელსაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ თქვა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ და სასამართლო დარბაზი დატოვა.

ამის შემდეგ, 19 აგვისტოს პროკურატურამ კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“
გიორგი კირვალიძე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.