ქეთი მოლაშვილი: ვატო შაქარაშვილის მხარდაჭერას ლამის გადავაყოლეთ ლევანის მთელი ცოდნა და გამოცდილება, არადა ადამიანმა გულწრფელი ბოდიში მოიხადა
ქეთი მოლაშვილი: სწორება გავაკეთოთ იმაზე, რომ პრორუსები გვყავს მოსაშორებელი ქვეყნიდან და არა მემარცხენეები ვიცი ბევრი გაუხსენებთ ლევანს სხვა სიტყვებსა და გამოსვლებს, უბრალოდ გულახდილად ვიტყვი, რომ ახლა მგონია ლევანის ცოდნა და გამოცდილება ქვეყანას უფრო გამოადგება, ვიდრე ჩვენი კრიტიკა მის მიმართ

სამოქალაქო აქტივისტი ქეთი მოლაშვილი:
ლევან ლორთქიფანიძე უნივერსიტეტში გავიცანი,
ჩემი კურსელი იყო და იმდენი რამ იცოდა, ხან ვფიქრობდი, ნეტა კურსელია თუ ლექტორი მეთქი..
ლევანი რომ ლექტორთან დიალოგს გააბამდა ხოლმე,
ეგ იყო ცალკე ლექცია,
მე რა ვიცოდი იმდენი, რაც ლევანმა და ვერც კი ვბედავდით სტუდენტები ამ დიალოგში ჩარევას.
ჰო, კიდევ ის მახსოვს,
მე გულწრფელად რომ ვთქვა,
იმ პერიოდში, მართლა არაფერი ვიცოდი
და როცა ლევანს გადავეყრებოდი ხოლმე ქუჩაში და აუდიტორიისკენ ერთად მივდიოდით, ეგ დღე იყო my day,
იმიტო, რო ფაკულტეტის ყველაზე ჭკვიანი ბიჭი მელაპარაკებოდა ხოლმე
აღვნიშნავ იმასაც, რომ ვინც ლევანს პირადად იცნობთ,
კი გეცოდინებათ
რამდენად თბილად მოსაუბრე ადამიანია
და ყოველთვის იმდენ საინტერესო რაღაცას მიყვებოდა ხოლმე,
გზად წიგნი რომ გადაგეყრება და რამეს გასწავლის,
აი ესე იყო
და სულ ვფიქრობდი,
ლევანი ასეთი კეთილი იმიტომაა,
რომ ასე ბუნჩულაა მეთქი
იმიტომ, რომ ჩემს გარშემო ყველა ბუნჩულა ადამიანი,
უგზო-უკვლოდ კეთილია,
არვიცი რატომ,
მაგრამ ასეა ♡
ჩემს საახლობლოში,
ყველამ იცოდა,
ლევანი რომ ჩემი ჯგუფელი იყო
და ტელევიზორში რომ გამოჩნდებოდა ხოლმე,
აი ქეთი შენი ჯგუფელი ლევანია და მოდი უყურეო
და რაც მთავარია,
ლევანმა იცოდა და ალბათ იცის
გერმანიის პოლიტიკური პროცესები
უგზო-უკვლოდ,
ერთხელ გერმანიის საარჩევნო პროცესებზე დავიწყეთ საუბარი და ალბათ 1 ან 2 საათი ყვებოდა როგორი იყო გერმანია,
რომელი პარტია ვისი მხარდამჭერი იყო,
როგორი მოწყობის ფორმა ჰქონდათ
და გადაუჭარბებლად ვიტყვი,
ასეთი და ამდენი ცოდნა,
გერმანიის პოლიტიკურ პროცესებზე,
იშვიათად რომ ვინმეს ჰქონდეს..
მერე, წლების შემდეგ,
გერამნიის ბუნდეხსტაგში რომ მოვხვდი
და მწვანეები რომ გვიყვებოდნენ გერმანული მოწყობის ფორმას,
მეთქი მე ეგ ყველაფერი ვიცი
მერე ბევრი დრო გავიდა,
მერე ისეთი ამბები იყო,
ლევანის ზოგი ნათქვამი მომწონდა,
ზოგი არ,
ზოგი საერთოდ არ,
მერე იყო ვატო შაქარაშვილი
და ამ ვატო შაქარაშვილის მხარდაჭერას ლამის გადავაყოლეთ ლევანის მთელი ცოდნა და გამოცდილება,
არადა ადამიანმა გულწრფელი ბოდიში მოიხადა.
იცით, მე ვარ ადამიანი,
რომელმაც ჩემ წილ, ბიძინა ივანიშვილი მოიყვანა ქვეყნის სათავეში,
ქართული ოცნების შტაბში ათენებდა და აღამებდა ჩემი ოჯახი
და ქუჩაში მარტოებს აღარ გვიშვებდნენ მე და ჩემს დას,
ნაცები გადასახლებით და კიდევ სხვა მუქარებით გვემუქრებოდნენ
და ვიყავი ყველა სტუდენტური აქციის წინა რიგებში
და ვიბრძოდი რომ ოცნება მოსულიყო სათავეში
და ვატო შაქარაშვილი,
ბიძინა ივანიშვილთან შედარებით,
არის ბულკი,
ქიშმიშიანი ბულკი
და მგონია, რომ უპატიებელი შეცდომა მეც კი უნდა მეპატიოს,
არამცთუ ლევანს..
მგონია, რომ ადამიანს უნდა ეძლეოდეს შეცდომის გამოსწორების უფლება,
მით უმეტეს თუ გულწრფელ ბოდიშს იხდის.
დღეს მიმაჩნია,
რომ ყველაზე დიდი შეცდომა,
რაც დავუშვი და რაც ქვეყანას ზიანი მივაყენე ჩემ წილ,
არის პრორუსი ბიძინას ქვეყნის სათავეში მოსვლა,
ამიტომ დღეს რომ ვიბრძვი
და ვიღაცები მალ-მალე წამომაყვედრებენ ხოლმე,
შენ რა გალაპარაკებს,
ბიძინა შენი მოყვანილიაო,
რავი, ქოცების წისქვილზე ასხამს წყალს
თორე მე ვერ მამხნევებს,
ძალა კი არის ერთობაში,
ხომ ასეა?
პ.ს. წონასთან დაკავშირებით ადამიანის დაკნინება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი ამბავი,
შეხედულების გამოც.
დაბოტოქსებულები დადიან ოცნების პარლამენტში ქალები და კაცები,
წარბს ვეღარ წევენ მაღლა,
ისე არიან ჩაბოტოქსებულები
და მათ კრიტიკასაც კი ვერიდები,
არამცთუ ქოცის კრიტიკას გარეგნობის გამო..
ლევანი და სოცდეკები ვაკრიტიკოთ
მემარცხენე პოზიციის გამო,
რამე არ მოგვეწონოს მათ მოსაზრებებში
და იმაზე ვაკრიტიკოთ,
ოღონდ ადამიანებს მივცეთ შეცდომების,
რომელზეც ბოდიში მოიხადეს,
გამოსწორების უფლება..
ასევე სწორება გავაკეთოთ იმაზე,
რომ პრორუსები გვყავს მოსაშორებელი ქვეყნიდან
და არა მემარცხენეები ♡
ვიცი ბევრი გაუხსენებთ ლევანს სხვა სიტყვებსა და გამოსვლებს,
უბრალოდ გულახდილად ვიტყვი,
რომ ახლა მგონია ლევანის ცოდნა და გამოცდილება ქვეყანას უფრო გამოადგება,
ვიდრე ჩვენი კრიტიკა მის მიმართ
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…