ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პაპუაშვილი ლილუაშვილის შესაძლო ალაპარაკებაზე დასმულ კითხვას პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის შესაძლო ალაპარაკებას არ ელოდება. მისი თქმით, ლილუაშვილს რაიმე რომ ჰქონოდა სათქმელი, აქამდე იტყოდა. ცნობისთვის, სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილი კორუფციულ დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

პაპუაშვილი ლილუაშვილის შესაძლო ალაპარაკებაზე დასმულ კითხვას პასუხობს
პაპუაშვილი ლილუაშვილის შესაძლო ალაპარაკებაზე დასმულ კითხვას პასუხობსTV პირველი

შალვა პაპუაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის ალაპარაკებას არ ელოდება - პარლამენტის თავმჯდოა~მარის განცხადებით, სუს-ის ექს-შეფს რაიმე რომ ჰქონოდა სათქმელი, აქამდე იტყოდა.

"მშვიდად ვაკვირდებით ამ პროცესებს" - უთხრა დღეს ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.

რა უნდა ვთქვათ, თუკი რაიმე იქნებოდა სათქმელი, ხომ აქამდეც ითქმებოდა. ასე რომ ვხედავთ, რომ ძალიან მშვიდად ვაკვირდებით ამ პროცესებს - ნუ მშვიდად იმის კვალობაზე, როცა საქმე ეხება უმაღლესი თანამდებობის პირების მხილებას სხვადასხვა დანაშაულში, რა თქმა უნდა, აქ სიმშვიდე მხოლოდ პირობითია. ძალიან მიზანმიმართულია პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს იმისთვის, რომ მხილებული იქნას ყველა კორუფციული დანაშაული", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო. ნინო თარაშვილმა ექს-მაღალჩინოსანს 13 წლიანი პატიმრობა განუსაზღვრა.

უფრო კონკრეტულად: ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ოთხივე ეპიზოდზე.

რას ედავებოდნენ ლილუაშვილს?

ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის თურქ ინვესტორ ჩაღათაი ულქერისგან $1 მლნ-ის აღებას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის იმჟამინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;

გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008-ის“ დამფუძნებელ გიორგი ხაჟალიასგან 1,5 მლნ ლარის აღებას რომეო მიქაუტაძის მეშვეობით;

2021-2023 წლებში დანაშაულებრივი „ქოლცენტრების“ მფარველობას, საიდანაც ბრალდების ინფორმაციით, ლილუაშვილმა მიიღო $1 365 000;

პროკურატურა ამბობს, რომ ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ბაღების შესყიდვებიდან „ატკატებს“ იღებდა.

მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.