საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი: ახალი სამგზავრო მატარებლების შეძენა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების ხარისხს, საიმედოობას და ხელმისაწვდომობას
„საქართველოს რკინიგზამ“ ახალი სამგზავრო ელექტრომატარებლების შესაძენად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 182 მილიონი ლარია, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ.