ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი კირვალიძე, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ისევ დააკავეს (ვიდეო)
ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის 7-დღიან პატიმრობამოხდილი გიორგი კირვალიძე გურჯაანის იზოლატორიდან გამოსვლისთანავე კვლავ დააკავეს — მას ამჯერად მოსამართლის შეურაცხყოფას ედავებიან.

ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის დაკავებული გიორგი კირვალიძე, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ისევ დააკავეს.
კირვალიძეს სამართალდამცველებმა ხელბორკილები მაშინ დაადეს, როცა 7 დღიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ გურჯაანის იზოლატორს ტოვებდა.
როგორც სოციალურ ქსელში თამუნა გიორგაძე წერს, კირვალიძეს მოსამართლის ამჯერად შეურაცხყოფას ედავებიან _" ახსენეს სისხლის სამართლის პასუხისგება".
გიორგი კირვალიძეს ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, 7-დღიანი პატიმრობა 7 დღის წინ მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა შეუფარდა.
"შენ ხარ ჩვეულებრივი მონა, ბიძინას მონა", - ასე მიმართა მან მოსამართლეს.
გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა.
გიორგი კირვალიძემ, რომელსაც 1 წელი თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ თქვა: „თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ და სასამართლო დარბაზი დატოვა.
ამის შემდეგ, 19 აგვისტოს პროკურატურამ კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.
ციტატები სტატიიდან
„ახსენეს სისხლის სამართლის პასუხისგება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.