"ჩვენი საქმეა, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს" - პრემიერი "საქართველოს ფოსტაში" გამოძიებაზე
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ რაიმეა გამოსაძიებელი, შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ, მთავრობის მიზანი კი პროცესების გაწმენდაა.

"თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. ჩვენი საქმე არის ის, რომ მთლიანად გავასუფთავებთ პროცესებს. „საქართველოს რკინიგზაც“ არის ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც "საქართველოს ფოსტაში" გამოძიების დაწყებას ეხებოდა.
"გამოძიება არის საგამოძიებო უწყებების საქმე. ჩვენი საქმე არის ის, რომ რადიკალურად გავზარდეთ „საქართველოს ფოსტის“ მოგება. „საქართველოს ფოსტა“ წლების მანძილზე იყო წაგებიანი ორგანიზაცია და მას შემდეგ, რაც შეიცვალა მენეჯმენტი, ბატონი გიორგი ერაძე დაინიშნა „საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელად, რადიკალურად შეიცვალა პროცესები „საქართველოს ფოსტაში“. ამან მოუტანა „ფოსტას“ დამატებით მრავალმილიონიანი როგორც დანაზოგი, ისე ახალი შემოსავლები. წელს „საქართველოს ფოსტა“ კეთილსინდისიერი და სწორი მენეჯმენტის პირობებში პირველად გავა მოგებაზე და ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში.
ზოგადად, მუდმივი პროცესია მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება. მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევარი უკვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ ბევრი რამ გამოგვევლინა და გადაგველაგებინა. პრინციპულად, დაახლოებით წელიწადში და ხუთ თვეში, გასული წლის ივნისისთვის დასრულდა პროცესების გადალაგება, როცა ჩვენ მოვახერხეთ ყველაფერში ჩახედვა, საკადრო ცვლილებების განხორციელება, ამას დასჭირდა თავისი დრო. იყო პრობლემები, პრობლემები იქნა დაძლეული, ჩვენთვის მთავარი ეს არის.
რაც შეეხება წარსულს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. ჩვენი საქმე არის ის, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს. „საქართველოს რკინიგზაც“ არის ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება. ლაშა აბაშიძესაც დასჭირდა თავისი დრო იმისათვის, რომ მთლიანად გაესუფთავებინა პროცესები", - ამბობს კობახიძე.
საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა. "გამოძიება მიმდინარეობს" - მხოლოდ ეს ერთი წინადადება უთხრეს BMG-ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და არც გამოძიების დაწყების დრო დაასახელეს. უწყებაში უპასუხოდ დატოვეს BMG-ის კითხვები, კონკრეტულად რას და რა პერიოდს შეეხება გამოძიება; ასევე, საქმეში ფიგურირებს თუ არა "საქართველოს ფოსტის" ყოფილი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე. "[საქართველოს ფოსტაში] შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო" - განაცხადა 7 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, როდესაც სახელმწიფო კომპანიის მიმდინარე მენეჯმენტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და იქვე დასძინა: "შუამავალ კომპანიებში გატანილი იყო მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ".
ციტატები სტატიიდან
„თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. ჩვენი საქმე არის ის, რომ მთლიანად გავასუფთავებთ პროცესებს. „საქართველოს რკინიგზაც“ არის ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი“
„გამოძიება არის საგამოძიებო უწყებების საქმე. ჩვენი საქმე არის ის, რომ რადიკალურად გავზარდეთ „საქართველოს ფოსტის“ მოგება. „საქართველოს ფოსტა“ წლების მანძილზე იყო წაგებიანი ორგანიზაცია და მას შემდეგ, რაც შეიცვალა მენეჯმენტი, ბატონი გიორგი ერაძე დაინიშნა „საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელად, რადიკალურად შეიცვალა პროცესები „საქართველოს ფოსტაში“. ამან მოუტანა „ფოსტას“ დამატებით მრავალმილიონიანი როგორც დანაზოგი, ისე ახალი შემოსავლები. წელს „საქართველოს ფოსტა“ კეთილსინდისიერი და სწორი მენეჯმენტის პირობებში პირველად გავა მოგებაზე და ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მეტად გაიზრდება მომდევნო წლების განმავლობაში. ზოგადად, მუდმივი პროცესია მენეჯმენტის ეფექტიანობის გაუმჯობესება. მე რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაახლოებით წელიწად-ნახევარი უკვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნიდან დაგვჭირდა ჩვენ იმისათვის, რომ ბევრი რამ გამოგვევლინა და გადაგველაგებინა. პრინციპულად, დაახლოებით წელიწადში და ხუთ თვეში, გასული წლის ივნისისთვის დასრულდა პროცესების გადალაგება, როცა ჩვენ მოვახერხეთ ყველაფერში ჩახედვა, საკადრო ცვლილებების განხორციელება, ამას დასჭირდა თავისი დრო. იყო პრობლემები, პრობლემები იქნა დაძლეული, ჩვენთვის მთავარი ეს არის. რაც შეეხება წარსულს, თუ რაიმე არის გამოსაძიებელი, ამას გააკეთებენ შესაბამისი უწყებები. ჩვენი საქმე არის ის, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს. „საქართველოს რკინიგზაც“ არის ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. წელს დასრულდა მთლიანად პროცესების გასუფთავება. ლაშა აბაშიძესაც დასჭირდა თავისი დრო იმისათვის, რომ მთლიანად გაესუფთავებინა პროცესები“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.