პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

"მიმდინარეობს გამოძიება" – ფინანსურის საგამოძიებო საქართველოს ფოსტაში შევიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
"მიმდინარეობს გამოძიება" – ფინანსურის საგამოძიებო საქართველოს ფოსტაში შევიდა
ტაბულა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საქართველოს ფოსტაში შევიდა. უწყების პრესსამსახურმა ტაბულას უთხრა, რომ "მიმდინარეობს გამოძიება" და ამ ეტაპზე დამატებით დეტალებს ვერ გვეტყვიან. ინფორმაცია თავდაპირველად BMG-იმ გაავრცელა.

გუშინ, 7 ოქტომბერს ივანიშვილის მთავრობის სხდომაზე საქართველოს ფოსტასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ირაკლი კობახიძემაც და თქვა, რომ საქართველოს ფოსტაში "შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო"

"საქართველოს ფოსტაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს საქართველოს ფოსტა გადიოდა წაგებაზე. წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც საქართველოს ფოსტა გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი.

2,5 მლნ ლარი დაიზოგა მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად. 1,1 მლნ ლარი დაიზოგა წამგებიანი სერვის-ცენტრების ოპტიმიზაციის შედეგად. ასევე, იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ. შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი სერვისები. ეს სერვისები დაბრუნდა საქართველოს ფოსტაში და ამის შედეგად, საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი. ასევე, აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია.

ფოსტა დამატებით ამის შედეგად მიიღებს 1 მლნ 300 ათასი ლარის შემოსავალს. ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა საერთაშორისო კომპანიებთან. მათ შორის, თურქეთის ავიახაზებთან, ხუთ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამის შედეგად, 4,4 მლნ ლარით გაიზრდება საქართველოს ფოსტის შემოსავლები. ეს წელი იქნება პირველი წელი, როდესაც, საქართველოს ფოსტა გავა მოგებაზე და მომდევნო წლები იქნება კიდევ უფრო მეტად მომგებიანი, როდესაც ყველა ეს პროცესი დასრულდება. შარშან საქართველოს ფოსტამ წელი დაასრულა 7 მლნ ლარის ზარალით. წელს გვექნება მოგება და ასე გაგრძელდება პროცესები მომდევნო წლების განმავლობაშიც" - განაცხადა კობახიძემ 7 ოქტომბერს.

ცნობისთვის, 2025 წლის სექტემბერში გიორგი ერაძემ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან ჩიკვაიძე შეცვალა, რომელიც პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.

ლევან ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელი აღარ იქნება – მას გიორგი ერაძე შეცვლის

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
ოპოზიციური 8
  1. BM.GEოპოზიციური"გამოძიება მიმდინარეობს" - საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურისაგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა
  3. TV პირველიოპოზიციურიფინანსური პოლიცია საქართველოს ფოსტაში შევიდა
  4. ალიაოპოზიციურიფინანსური პოლიცია “საქართველოს ფოსტაში” შევიდა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„მიმდინარეობს გამოძიება“ - ფინანსური პოლიცია „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა
  6. ფორმულაოპოზიციურიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყო
  7. TV პირველიოპოზიციურიგამოძიება საქართველოს ფოსტაში - "პირველებმა" კითხვები მარიამ ქვრივიშვილს დაუსვა
  8. BM.GEოპოზიციური"ჩვენი საქმეა, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს" - პრემიერი "საქართველოს ფოსტაში" გამოძიებაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო“
ირაკლი კობახიძე
„საქართველოს ფოსტაში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს საქართველოს ფოსტა გადიოდა წაგებაზე. წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც საქართველოს ფოსტა გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი. 2,5 მლნ ლარი დაიზოგა მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად. 1,1 მლნ ლარი დაიზოგა წამგებიანი სერვის-ცენტრების ოპტიმიზაციის შედეგად. ასევე, იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ. შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი სერვისები. ეს სერვისები დაბრუნდა საქართველოს ფოსტაში და ამის შედეგად, საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი. ასევე, აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია. ფოსტა დამატებით ამის შედეგად მიიღებს 1 მლნ 300 ათასი ლარის შემოსავალს. ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები გაფორმდა საერთაშორისო კომპანიებთან. მათ შორის, თურქეთის ავიახაზებთან, ხუთ ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ამის შედეგად, 4,4 მლნ ლარით გაიზრდება საქართველოს ფოსტის შემოსავლები. ეს წელი იქნება პირველი წელი, როდესაც, საქართველოს ფოსტა გავა მოგებაზე და მომდევნო წლები იქნება კიდევ უფრო მეტად მომგებიანი, როდესაც ყველა ეს პროცესი დასრულდება. შარშან საქართველოს ფოსტამ წელი დაასრულა 7 მლნ ლარის ზარალით. წელს გვექნება მოგება და ასე გაგრძელდება პროცესები მომდევნო წლების განმავლობაშიც“
მასალის შესახებპირველწყარო: ტაბულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი - წლევანდელი წელი იქნება პირველი, როცა „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე - შუამავალ კომპანიებში გატანილი იყო მთელი რიგი სერვისები, ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო, ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები