პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„მიმდინარეობს გამოძიება“ - ფინანსური პოლიცია „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა

ტვ პირველიქართული ოცნება

ფინანსური პოლიცია „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა, სადაც გამოძიება მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ კომპანიიდან შუამავალ ორგანიზაციებში გატანილი სერვისები უკან დააბრუნეს და ეს კომპანიები კორუფციის საშუალება იყო.

„მიმდინარეობს გამოძიება“ - ფინანსური პოლიცია „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა
რადიო თავისუფლება

ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა. გამოძიების მიმდინარეობა რადიო თავისუფლებას საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყო გამოძიება, რას უკავშირდება საქმე და ფიგურირებს თუ არა მასში „საქართველოს ფოსტის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ

7 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე „საქართველოს ფოსტაში“ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კომპანიიდან შუამავალ ორგანიზაციებში გატანილი სერვისები უკან დააბრუნეს.

„ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ამ სერვისების დაბრუნების შედეგად „საქართველოს ფოსტა“ ყოველწლიურად დამატებით 14,2 მილიონ ლარს მიიღებს.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ შტატების ოპტიმიზაციით კომპანიამ 2,5 მილიონი ლარი დაზოგა, ხოლო წამგებიანი სერვისცენტრების ოპტიმიზაციით, 1,1 მილიონი ლარი.

მისივე თქმით, საჰაერო ტერმინალის ფუნქციის აღდგენა კომპანიას დამატებით 1,3 მილიონ ლარს მოუტანს, საერთაშორისო ავიაკომპანიებთან თანამშრომლობის შედეგად კი შემოსავლების კიდევ 4,4 მილიონი ლარით ზრდას ელოდებიან.

კობახიძის განცხადებით, „საქართველოს ფოსტამ“ 2025 წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, 2026 წელი კი კომპანიისთვის პირველი მომგებიანი წელი იქნება.

„საქართველოს ფოსტის“ ხელმძღვანელის შეცვლა

2025 წლის 1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის კომპანიას 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა და სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელებს შორის თანამდებობას ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდა.

ჩიკვაიძე გიორგი ერაძემ შეცვალა, რომელიც „საქართველოს ფოსტას“ ამჟამადაც ხელმძღვანელობს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
ოპოზიციური 8
  1. BM.GEოპოზიციური"გამოძიება მიმდინარეობს" - საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურისაგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა
  3. ტაბულაოპოზიციური"მიმდინარეობს გამოძიება" – ფინანსურის საგამოძიებო საქართველოს ფოსტაში შევიდა
  4. TV პირველიოპოზიციურიფინანსური პოლიცია საქართველოს ფოსტაში შევიდა
  5. ალიაოპოზიციურიფინანსური პოლიცია “საქართველოს ფოსტაში” შევიდა
  6. ფორმულაოპოზიციურიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყო
  7. TV პირველიოპოზიციურიგამოძიება საქართველოს ფოსტაში - "პირველებმა" კითხვები მარიამ ქვრივიშვილს დაუსვა
  8. BM.GEოპოზიციური"ჩვენი საქმეა, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს" - პრემიერი "საქართველოს ფოსტაში" გამოძიებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი - წლევანდელი წელი იქნება პირველი, როცა „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე - შუამავალ კომპანიებში გატანილი იყო მთელი რიგი სერვისები, ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო, ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები