პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინანსური პოლიცია საქართველოს ფოსტაში შევიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს საქართველოს ფოსტაში გამოძიება დაიწყო. აღნიშნულს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება ფოსტაში შუამავალი კომპანიების საქმიანობისა და შესაძლო კორუფციული რისკების შესახებ.

ფინანსური პოლიცია საქართველოს ფოსტაში შევიდა
TV პირველი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიებას აწარმოებს. უწყებაში გამოძიების მიმდინარეობა დაადასტურეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყო გამოძიება, რას უკავშირდება საქმე და ფიგურირებს თუ არა მასში კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე „საქართველოს ფოსტაში“ შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი „კორუფციის კარგი საშუალება იყო“. პრემიერის თქმით, საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.

ლევან ჩიკვაიძე „საქართველოს ფოსტას“ 2012 წლიდან 2025 წლის ზაფხულამდე ხელმძღვანელობდა, რის შემდეგაც ის გიორგი ერაძემ შეცვალა.

კომპანიის ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „საქართველოს ფოსტამ“ 2025 წელი 8,6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, მაშინ როდესაც 2024 წელს 864 ათასი ლარის მოგება ჰქონდა. კომპანიის წლიური ამონაგები 3,5%-ით შემცირდა და 82,3 მილიონი ლარი შეადგინა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
ოპოზიციური 8
  1. BM.GEოპოზიციური"გამოძიება მიმდინარეობს" - საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურისაგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა
  3. ტაბულაოპოზიციური"მიმდინარეობს გამოძიება" – ფინანსურის საგამოძიებო საქართველოს ფოსტაში შევიდა
  4. ალიაოპოზიციურიფინანსური პოლიცია “საქართველოს ფოსტაში” შევიდა
  5. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„მიმდინარეობს გამოძიება“ - ფინანსური პოლიცია „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა
  6. ფორმულაოპოზიციურიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყო
  7. TV პირველიოპოზიციურიგამოძიება საქართველოს ფოსტაში - "პირველებმა" კითხვები მარიამ ქვრივიშვილს დაუსვა
  8. BM.GEოპოზიციური"ჩვენი საქმეა, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს" - პრემიერი "საქართველოს ფოსტაში" გამოძიებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი - წლევანდელი წელი იქნება პირველი, როცა „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე - შუამავალ კომპანიებში გატანილი იყო მთელი რიგი სერვისები, ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო, ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები