პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გამოძიება საქართველოს ფოსტაში - "პირველებმა" კითხვები მარიამ ქვრივიშვილს დაუსვა

საქართველოს ფოსტაში ფინანსური პოლიცია შევიდა მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ კომპანიაში შუამავალი კომპანიების საქმიანობა და შესაძლო კორუფცია ახსენა. ჟურნალისტების კითხვებს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა არ უპასუხა, ხოლო ექსპერტები ფოსტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებენ.

გამოძიება საქართველოს ფოსტაში - "პირველებმა" კითხვები მარიამ ქვრივიშვილს დაუსვა
TV პირველი

ირაკლი კობახიძის განცხადებიდან რამდენიმე საათში საქართველოს ფოსტაში ფინანსური პოლიცია შევიდა. უწყება "პირველებს" უდასტურებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაწყებულია, თუმცა არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყო გამოძიება, რას უკავშირდება საქმე და უკავშირდება თუ არა მოკვლევა ლევან ჩიკვაიძის საქმიანობას, რომელიც ფოსტას 13 წელი ხელმძღვაბელობდა.

რატომ გაახსენდათ ახლა, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო მილიონებს კარგავდა და აქამდე რატომ არ ხდებოდა საქართველოს ფოსტის კონტროლი? - ეს კითხვები "პირველებმა" ეკონომიკის მინისტრს და ვიცე-პრემიერს, მარიამ ქვრივიშვილს დაუსვა.

"რას გულისხმობთ, აქამდე უნდა გვეკონტროლებინა-ში?" - ეს იყო ერთადერთი წინადადება, რაც დღეს ქვრივიშვილმა ჩვენს ჟურნალისტს უთხრა.

ირაკლი კობახიძემ გუშინ „საქართველოს ფოსტაში“ შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი „კორუფციის კარგი საშუალება იყო“. პრემიერის თქმით, საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.

კომპანიის ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „საქართველოს ფოსტამ“ 2025 წელი 8,6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, მაშინ როდესაც 2024 წელს 864 ათასი ლარის მოგება ჰქონდა. კომპანიის წლიური ამონაგები 3,5%-ით შემცირდა და 82,3 მილიონი ლარი შეადგინა.

დარგის ექსპერტებს და ეკონომისტებს არ სჯერათ, რომ კობახიძის მთავრობამ ფოსტაში კორუფცია უცბად აღამოჩინა.

არ მჯერა და მემგონი არავის სჯერა, რომ უცბად აღმოჩნდა, რომ ირაკლი კობახიძის მთავრობამ აღმოაჩინა კორუფცია ფოსტაში. რატომ არსებობდა ამ შაუამავლი კომპანიების ინსტიტუტი? - ჩემი ვარაუდით, ის არსებობდა, სწორედაც რომ "ოცნებასთან" დაკავშირებულ ჯგუფებს ენახათ სარგებელი სახელმწიფო კომპანიისგან და შედეგად ეს სახელმწიფო კპმპანია მგონი სულ ყოველთვის, თუ რამოდენიმე წელი არა, იყო წამგებიანი და ახლა გადათამაშება ხდება. ვიღაც სხვა ჯგუფმა უნდა ჩაანაცვლოს არსებული ჯგუფი და ახლა მოვიდა ფოსტის დრო", - ამბობს გიორგი ხიშტოვანი .

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
ოპოზიციური 8
  1. BM.GEოპოზიციური"გამოძიება მიმდინარეობს" - საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურისაგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა
  3. ტაბულაოპოზიციური"მიმდინარეობს გამოძიება" – ფინანსურის საგამოძიებო საქართველოს ფოსტაში შევიდა
  4. TV პირველიოპოზიციურიფინანსური პოლიცია საქართველოს ფოსტაში შევიდა
  5. ალიაოპოზიციურიფინანსური პოლიცია “საქართველოს ფოსტაში” შევიდა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„მიმდინარეობს გამოძიება“ - ფინანსური პოლიცია „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა
  7. ფორმულაოპოზიციურიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყო
  8. BM.GEოპოზიციური"ჩვენი საქმეა, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს" - პრემიერი "საქართველოს ფოსტაში" გამოძიებაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„რას გულისხმობთ, აქამდე უნდა გვეკონტროლებინა-ში?“
მარიამ ქვრივიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
კობახიძე საქართველოს ფოსტაში კორუფციის ნიშნებზე საუბრობს და გამოძიების დაწყებას აანონსებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები