პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიტვ პირველი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შუამავალ კომპანიებში გატანილი სერვისები კორუფციის კარგი საშუალება იყო და ამას შესაბამისი უწყებები დაადგენენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „საქართველოს ფოსტაში“ გამოძიება დაიწყო
ფორმულა

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ „საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური გამოძიებას აწარმოებს. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად „ტვ პირველმა“ გაავრცელა, რის შემდეგაც უწყების პრესსამსახურმა საქმის მიმდინარეობა დაადასტურა.

ამ ეტაპზე საგამოძიებო სამსახურში არ აკონკრეტებენ, როდის დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, რას უკავშირდება საქმე ან ფიგურირებს თუ არა მასში „საქართველოს ფოსტის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.

7 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე „საქართველოს ფოსტაში“ განხორციელებულ ცვლილებებსა და რეფორმებზე ,,ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიიდან შუამავალ ორგანიზაციებში გატანილი სერვისები უკვე უკან დააბრუნეს.

„ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

8 სტატია
ოპოზიციური 8
  1. BM.GEოპოზიციური"გამოძიება მიმდინარეობს" - საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
  2. ნეტგაზეთიოპოზიციურისაგამოძიებო სამსახური „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა
  3. ტაბულაოპოზიციური"მიმდინარეობს გამოძიება" – ფინანსურის საგამოძიებო საქართველოს ფოსტაში შევიდა
  4. TV პირველიოპოზიციურიფინანსური პოლიცია საქართველოს ფოსტაში შევიდა
  5. ალიაოპოზიციურიფინანსური პოლიცია “საქართველოს ფოსტაში” შევიდა
  6. რადიო თავისუფლებაოპოზიციური„მიმდინარეობს გამოძიება“ - ფინანსური პოლიცია „საქართველოს ფოსტაში“ შევიდა
  7. TV პირველიოპოზიციურიგამოძიება საქართველოს ფოსტაში - "პირველებმა" კითხვები მარიამ ქვრივიშვილს დაუსვა
  8. BM.GEოპოზიციური"ჩვენი საქმეა, რომ მთლიანად ვასუფთავებთ პროცესებს" - პრემიერი "საქართველოს ფოსტაში" გამოძიებაზე
მასალის შესახებპირველწყარო: ფორმულა ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პრემიერი - წლევანდელი წელი იქნება პირველი, როცა „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე - შუამავალ კომპანიებში გატანილი იყო მთელი რიგი სერვისები, ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო, ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები