პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჯარედ კუშნერი - მივისწრაფვით მომავლისკენ, სადაც უკრაინა დაცულია, ევროპა - უფრო ძლიერი, რუსეთს აქვს რწმენა, რომ ნატო დაპირისპირებას არ ეძებს, ნატო-სა და მის პარტნიორებს აქვთ რწმენა, რომ რუსეთი პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას

ნატო

ჯარედ კუშნერის განცხადებით, დონალდ ტრამპის მზაობა, განიხილოს უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშვიდობისთვის, თუმცა ტრამპი ამ ნაბიჯს მხოლოდ ამერიკის ეროვნული ინტერესების შესაბამისად გადადგამს.

ჯარედ კუშნერი - მივისწრაფვით მომავლისკენ, სადაც უკრაინა დაცულია, ევროპა - უფრო ძლიერი, რუსეთს აქვს რწმენა, რომ ნატო დაპირისპირებას არ ეძებს, ნატო-სა და მის პარტნიორებს აქვთ რწმენა, რომ რუსეთი პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას
ინტერპრესნიუსი

პრეზიდენტ ტრამპის მზაობა, განიხილოს უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიები, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მდგრადი მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი და სიძე, ჯარედ კუშნერი სოციალურ ქსელში წერს.

“რუსეთის მზაობა, განიხილოს ასეთი გარანტიები, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და პოტენციური მანიშნებელია იმისა, რომ ის სერიოზულად უდგება მშვიდობას. მე-5 მუხლის მსგავსი სანდო გარანტია, რომელიც შეკავებისა და კონფლიქტის დეესკალაციის მექანიზმებითაა გამყარებული, მნიშვნელოვნად შეამცირებს კიდევ ერთი ომის რისკს”, - წერს კუშნერი.

მისი თქმით, ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ ეს გარანტიები უნდა იყოს კონკრეტული, სანდო და მკაფიოდ დოკუმენტირებული და სწორედ ეს არის ის სამუშაო, რომელსაც ის და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ერთად ასრულებენ. კუშნერის განმარტებით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულება, რომლის აღებაც შეერთებულ შტატებს შეუძლია და რომელიც მოითხოვს ფრთხილად განხილვას.

“პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწევს ნებისმიერი შემოთავაზებული გარანტიის დამტკიცება, რაც კონსტიტუციური და კონგრესის პროცესების დაცვით იქნება განპირობებული. ის ასეთ ნაბიჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ ჩათვლის, რომ ეს აშკარად ემსახურება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს და უფრო ფართო უსაფრთხოების მექანიზმები ნაკლებად სავარაუდოს ხდის გარანტიის ოდესმე გამოყენებას. სწორედ ამიტომ, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საბოლოო დამტკიცება არ შეიძლება ომისშემდგომი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისგან იზოლირებულად. ეს ორი ერთად უნდა იქნას განხილული”, - აცხადებს კუშნერი.

მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების ინსტიტუტები და შეთანხმებები მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

“ჩვენი მიზანია მათი გაძლიერება, იმის გაანალიზება, თუ რატომ ვერ შეძლო არსებულმა მექანიზმებმა ამ ომის თავიდან აცილება, და ისეთი უფრო ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც მომავალში კონფლიქტების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს”, - წერს კუშნერი.

მისი თქმით, ეს მოიცავს კონსულტაციების მუდმივ არხებს, კრიზისულ კომუნიკაციას, სამხედრო კონფლიქტების დეესკალაციის მოგვარებას, გამჭვირვალობის გაზრდას და საპასუხო ზომებს ესკალაციის შესამცირებლად.

“ჩვენ გვჭირდება ყველა მხარის განზრახვებისა და ვალდებულებების მკაფიო გაგება და პრაქტიკული მექანიზმები, რომლებიც იმუშავებს სერიოზული უთანხმოების დროსაც კი. მივისწრაფვით ისეთი მომავლისკენ, სადაც უკრაინა დაცულია, ევროპა - უფრო ძლიერი; სადაც რუსეთს აქვს რწმენა, რომ ნატო დაპირისპირებას არ ეძებს, ხოლო ნატო-სა და მის პარტნიორებს აქვთ რწმენა, რომ რუსეთი პატივს სცემს თავისი მეზობლების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. ეს მოითხოვს განზრახვების მკაფიო დეკლარირებას, რაც გამყარებული იქნება სანდო და გადამოწმებადი ვალდებულებებით. ნებისმიერმა ჩარჩომ უნდა უზრუნველყოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობის შენარჩუნება”, - აცხადებს კუშნერი.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
კუშნერი: რუსები დავარწმუნეთ უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიების აუცილებლობაშიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები